Modern Medical Solution

Call Directions Contact the business

Modern Medical Solution სამედიცინო სახარჯი მასალების, იმპლანტებისა და აპარატურის მომწოდებელი ქართული კომპანია

🕊️ გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს !
21/09/2026

🕊️ გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს !

ნეიროქირურგია მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტით უკვე საქართველოშია!ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული ოპერაცი...
15/09/2026

ნეიროქირურგია მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტით უკვე საქართველოშია!

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული ოპერაციები Medtronic O-ARM 2-ის ვიზუალიზაციისა და StealthStation S8 ნეირონავიგაციის სისტემების გამოყენებით ტარდება!

მკურნალობისათვის კი გამოიყენება მსოფლიოში საუკეთესო იმპლანტები - CD Horizon Solera Voyager, Artic-L და Clydesdale მინიინვაზიური სისტემები!

ტექნოლოგია ქირურგს მაღალი სიზუსტით და მინი ინვაზიური მიდგომით მუშაობის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც რადიკალურად მცირდება ოპერაციის დრო და სისხლის დანაკარგი, ხოლო პოსტოპერაციული ტკივილი და გართულებების რისკი ფაქტობრივად არ არსებობს, პაციენტი კლინიკიდან 48-72 საათის განმავლობაში ეწერება!

მიმართულების ხელმძღვანელი - ნეიროქირურგი გიორგი გეგია.

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად: 596 22 22 90
✉️ [email protected]
🌐 www.joann.ge

29/08/2026

გადაცემა „ნამდვილი ექიმების“ სიუჟეტში ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი თემურ კვეტენაძე საუბრობს 𝐌𝐞𝐝𝐚𝐜𝐭𝐚-ს მსოფლიოში აღიარებულ მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების მეთოდის უნიკალურ შესაძლებლობებსა და მის მნიშვნელობაზე.

𝐌𝐞𝐝𝐚𝐜𝐭𝐚-ს ინოვაციური ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხის იმპლანტები ხელს უწყობს პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მკურნალობას, ქსოვილების მაქსიმალურად დაცვასა და რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას.

𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 უზრუნველყოფს საქართველოში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვასა და ხელმისაწვდომობას.

𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 - თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის.

27/08/2026

გადაცემა „ნამდვილი ექიმების“ სტუმრები არიან ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი თემურ კვეტენაძე და 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის კომერციული დირექტორი რომან ლომიძე.

საუბრის მთავარი თემაა შვეიცარიული კომპანია 𝐌𝐞𝐝𝐚𝐜𝐭𝐚-ს უნიკალური და მსოფლიოში აღიარებული მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზები, ასევე სახსრის ჩანაცვლების თანამედროვე, მინიინვაზიური მეთოდები.

𝐌𝐞𝐝𝐚𝐜𝐭𝐚-ს ინოვაციური ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხის იმპლანტები ხელს უწყობს პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მკურნალობას, ქსოვილების მაქსიმალურად დაცვასა და რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას.

𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 საქართველოში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

👇🏻დეტალები იხილეთ სიუჟეტში.

31/07/2026

გადაცემა „ნამდვილი ექიმების“ სიუჟეტში კლინიკა 𝐓𝐈𝐌-ის ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი Lasha Chantladze საუბრობს 𝐓𝐀𝐕𝐈 (ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაციის) მეთოდის შესაძლებლობებსა და მის მნიშვნელობაზე თანამედროვე კარდიოლოგიაში.

𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის 𝐓𝐀𝐕𝐈 სისტემა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიას აორტის სარქვლის სტენოზის მკურნალობისთვის. მინიმალურად ინვაზიური პროცედურა პაციენტებს სწრაფი აღდგენის, ნაკლები ქირურგიული ტრავმისა და მკურნალობის მაღალი ეფექტიანობის შესაძლებლობას აძლევს.

დეტალები იხილეთ სიუჟეტში. 👇🏻

𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 - 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას ქართულ ჯანდაცვაში.

31/07/2026

როდესაც აორტის სარქვლის მძიმე სტენოზის მკურნალობაზე ვსაუბრობთ, 𝐓𝐀𝐕𝐈 დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური მინიმალურად ინვაზიური მეთოდია. პროცედურა პაციენტს ღია გულის ოპერაციის გარეშე აძლევს სწრაფი გამოჯანმრთელებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას.

𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 წარმოადგენს 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის 𝐓𝐀𝐕𝐈 ტექნოლოგიების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. ჩვენი მიზანია, ქართველ ექიმებსა და პაციენტებს მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო ინოვაციებზე მივცეთ წვდომა და ხელი
შევუწყოთ მათი წარმატებით დანერგვას ქართულ კლინიკებში.

🎥 გადაცემა „ნამდვილ ექიმებში“ - კლინიკა 𝐓𝐈𝐌-ის ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი Lasha Chantladze საუბრობს 𝐓𝐀𝐕𝐈 მეთოდის მნიშვნელობასა და იმ შედეგებზე, რომლებიც ამ თანამედროვე ტექნოლოგიამ პაციენტების მკურნალობაში მოიტანა.

04/07/2026

📅 𝟐𝟔–𝟐𝟕 ივნისს თბილისში გაიმართა საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის მე-𝟒 საერთაშორისო კონგრესი, რომელმაც დარგის წამყვანი ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები გააერთიანა.

კონგრესის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ინტერვენციული კარდიოლოგიის სფეროში არსებული უახლესი მიღწევები, თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.

𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ისთვის დიდი პატივია, რომ კონგრესის პლატინის სპონსორი იყო. ჩვენი კომპანია მუდმივად უჭერს მხარს ისეთი პროფესიული ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც ხელს უწყობს ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვას, სამედიცინო ცოდნის გაზიარებასა და საქართველოში თანამედროვე მედიცინის განვითარებას.

𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 - თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის.

08/06/2026

გადაცემა „ნამდვილი ექიმების“ სიუჟეტში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის წამყვანი ნეიროქირურგი ნეიროქირურგი გიორგი გეგია • Dr Gegia - Neurosurgeon გვიყვება 𝗢-𝗔𝗥𝗠 𝗜𝗜-ისა და 𝗦𝘁𝗲𝗮𝗹𝘁𝗵𝗦𝘁𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗦𝟴-ის შესაძლებლობებზე.

ეს ტექნოლოგიები ოპერაციის დროს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის 𝟯𝗗 ვიზუალიზაციასა და სუბმილიმეტრულ სიზუსტეს, რაც ზრდის ოპერაციების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. ამავდროულად, მნიშვნელოვნად მცირდება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის დასხივება.

დეტალები იხილეთ სიუჟეტში. 👇🏻

𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 - თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის.

07/06/2026

🏥 ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის თანამშრომლობით, ხოლო 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის მხარდაჭერით, ჰოსპიტალში დაინერგა 𝐎-𝐀𝐑𝐌 𝐈𝐈-ისა და 𝐒𝐭𝐞𝐚𝐥𝐭𝐡𝐒𝐭𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐒𝟖-ის უახლესი ინტრაოპერაციული ვიზუალიზაციისა და ნავიგაციის სისტემები.

ამასთან, ხელმისაწვდომი გახდა რეგიონისთვის ინოვაციური იმპლანტები - 𝐒𝐨𝐥𝐞𝐫𝐚 𝐕𝐨𝐲𝐚𝐠𝐞𝐫 და 𝐀𝐫𝐭𝐢𝐜-𝐋, რომლებიც ხერხემლის პათოლოგიებისა და დაზიანებების მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

აღნიშნული ტექნოლოგიები ქირურგებს საშუალებას აძლევს, ხერხემლისა და თავის ტვინის ოპერაციები უფრო მაღალი სიზუსტით, მინიმალური ინვაზიითა და მაქსიმალური უსაფრთხოებით ჩაატარონ.

ამ თემაზე გადაცემა „ნამდვილი ექიმები“-ში ისაუბრეს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და კომპანია 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის კომერციულმა დირექტორმა რომან ლომოძემ, სადაც განიხილეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა და მათი როლი ნეიროქირურგიის განვითარებაში.

𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 - თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის.

Address

დავით თავხელიძის #1
Tbilisi
0188

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995599211771

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Modern Medical Solution posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Modern Medical Solution:

Shortcuts

Share