Insta • ინსტა

Insta • ინსტა წამყვანი ელექტროსაინჟინრო კომპანია 1998 წლიდან

For English scroll downფრანკფურტმა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენას Light + Building 2026-ს უმასპინძლა, სადაც განათ...
08/04/2026

For English scroll down

ფრანკფურტმა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენას Light + Building 2026-ს უმასპინძლა, სადაც განათების, ელექტროტექნიკური და შენობების ავტომატიზაციის მიმართულებები სრული მრავალფეროვნებით იყო წარმოდგენილი. ინსტას გუნდისთვის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, ადგილზე გაცნობოდა იმ საინჟინრო ინოვაციებსა და ტენდენციებს, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სფეროს მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები და შენობების მართვის თანამედროვე საინჟინრო სისტემებია.

ექსპოს ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩვენს პარტნიორ ბრენდებთან, სადაც ელექტროტექნიკური მიმართულების განვითარება და ახალი, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვის პერსპექტივები განვიხილეთ.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა გვეხმარება, მუდმივად მივყვეთ ტექნოლოგიურ პროგრესს და ჩვენს პროექტებში ისეთი თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები დავნერგოთ, რომლებიც ენერგოეფექტურობის უმაღლეს სტანდარტებსა და თანამედროვეობის გამოწვევებს პასუხობს.

----------

Frankfurt recently hosted Light + Building 2026, the world's largest expo for lighting, electrical engineering and building automation. Our team was there to explore the latest trends and engineering innovations that are currently shaping our industry.

The technologies on display made it clear that the future of our industry is all about energy efficient solutions and smart engineering systems for modern building management.

During the expo, we caught up with our partner brands to talk about the latest in electrical engineering and how we can bring their new, high-tech products into our upcoming projects.

Participating in international exhibitions helps us keep up with technological progress and implement modern engineering solutions in our projects. This ensures we meet the highest energy efficiency standards and effectively respond to the challenges of today.

ინსტას მხარდაჭერით მოთხილამურე არქიტექტორთა ტრადიციული საერთაშორისო ღონისძიება SKIA 2026 გაიმართა.ღონისძიება ყოველწლიურა...
23/03/2026

ინსტას მხარდაჭერით მოთხილამურე არქიტექტორთა ტრადიციული საერთაშორისო ღონისძიება SKIA 2026 გაიმართა.

ღონისძიება ყოველწლიურად ერთ სივრცეში თავს უყრის ქართველ და უცხოელ არქიტექტორებს, დიზაინერებს, ხელოვანებს, მკვლევარებსა და სტუდენტებს - პროფესიონალებს, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურულ პროცესებს აყალიბებენ.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიული გაერთიანება „სკია“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ არქიტექტურულ სივრცეში და ქმნის პლატფორმას აზრების გაცვლისა და თანამედროვე ხედვების ფორმირებისთვის.

Insta-სა და LAPP-ის ერთობლივი ღონისძიება საინჟინრო ინოვაციებსა და გერმანული ხარისხის სტანდარტების გაზიარებას დაეთმო.გაეც...
23/03/2026

Insta-სა და LAPP-ის ერთობლივი ღონისძიება საინჟინრო ინოვაციებსა და გერმანული ხარისხის სტანდარტების გაზიარებას დაეთმო.

გაეცანით შეხვედრის მთავარ აქცენტებს სტატიაში.

საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC

Insta X LAPP-ის ერთობლივი ექსკლუზიური პარტნიორული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ინდუსტრიულ ელექტროობას, საკაბელო სისტემებ...
17/03/2026

Insta X LAPP-ის ერთობლივი ექსკლუზიური პარტნიორული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ინდუსტრიულ ელექტროობას, საკაბელო სისტემებსა და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტებს დაეთმო.

ღონისძიებას სპეციალურად ესწრებოდნენ LAPP-ის გერმანელი წარმომადგენლები, მათ შორის წამყვანი საინჟინრო სპეციალისტი, რომელიც პროდუქტების განვითარებისა და დანერგვის პროცესს ხელმძღვანელობს. აღნიშნულმა ექსპერტმა მონაწილეებს პრაქტიკული რეკომენდაციები და პირადი გამოცდილება გაუზიარა.

LAPP საკაბელო და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების გლობალური ლიდერი და გერმანული ხარისხის უცვლელი სტანდარტია. 1959 წლიდან კომპანია ინდუსტრიულ სამყაროს სთავაზობს კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტებს, რაც ცალკეული პროდუქტების მიწოდებასთან ერთად, რთული სისტემების პროექტირებასა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო კონკრეტული ტექნიკური გადაწყვეტილებები და პროდუქტები: საკაბელო სისტემები, ინდუსტრიული კომპონენტები და საინჟინრო ელემენტები, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს გაუთვალისწინებელი გაჩერებების რისკს, ზრდის ოპერაციულ უსაფრთხოებას და აუმჯობესებს სისტემების ეფექტიანობას.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ დაესვათ კითხვები LAPP-ის საინჟინრო წარმომადგენლისთვის, ადგილზე გაცნობოდნენ პროდუქტებსა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს, მიეღოთ რეკომენდაციები კონკრეტული ინდუსტრიული ამოცანებისთვის და გაეცვალათ გამოცდილება სხვა საწარმოო სექტორის წარმომადგენლებთან.

🔷 Insta-ს წარმომადგენლები დაესწრნენ Phoenix Contact-ის Export Meeting-ს, რომელიც გერმანიაში ჩატარდა და გლობალური მასშტაბ...
26/02/2026

🔷 Insta-ს წარმომადგენლები დაესწრნენ Phoenix Contact-ის Export Meeting-ს, რომელიც გერმანიაში ჩატარდა და გლობალური მასშტაბის პარტნიორულ ღონისძიებას წარმოადგენს.

Phoenix Contact საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდია ინდუსტრიული ავტომატიზაციისა და ელექტროინჟინერიის სფეროში, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური, საიმედო და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით.

ექვსი ძირითადი პროდუქტის ხაზის მეშვეობით კომპანია ქმნის ინდუსტრიული ელექტროტექნოლოგიების ფართო პორტფელს, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ კავშირს „სენსორიდან კონტროლერამდე“ -თანამედროვე, ეფექტური და უსაფრთხო სისტემებისთვის.

ღონისძიების მთავარი მიზანია რეგიონული პარტნიორებისთვის ერთიანი გლობალური ხედვის გაზიარება და ბაზრების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა. ღონისძიების ფარგლებში პარტნიორებს წარედგინათ ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები, ბაზრის ტენდენციები და ტექნოლოგიური მიმართულებები - განსაკუთრებით ენერგეტიკული ტრანზიციის, ავტომატიზაციისა და ციფრული გადაწყვეტილებების კუთხით.

🔷 შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროდუქტის სესიებს - უახლესი ტექნოლოგიების, ინოვაციური გადაწყვეტებისა და მათი პრაქტიკული დემონსტრაციების წარდგენას.
_________

🔷 Representatives of Insta attended the Phoenix Contact Export Meeting held in Germany, a global-scale partner event.

Phoenix Contact is an international technology brand in industrial automation and electrical engineering, known for its innovative, reliable, and high-tech solutions.

Through six core product lines, the company offers a comprehensive portfolio of industrial electrical technologies, providing integrated connectivity “from sensor to controller” for modern, efficient, and safe systems.

The main goal of the event was to share a unified global vision with regional partners and define strategic directions for market development. Partners were introduced to new strategic priorities, market trends, and technological focuses - particularly in energy transition, automation, and digital solutions.

🔷 A key part of the meeting was dedicated to product sessions, showcasing the latest technologies, innovative solutions, and their practical demonstrations.

🚀 ბიზნეს გამოფენას უზბეკეთში უერთდება კომპანია Insta • ინსტა ინსტა 27 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე ელექტრო-საინჟ...
17/09/2025

🚀 ბიზნეს გამოფენას უზბეკეთში უერთდება კომპანია Insta • ინსტა

ინსტა 27 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე ელექტრო-საინჟინრო სფეროში. ინსტამ 500-ზე მეტი პროექტი განახორციელა და თანამშრომლობს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიცაა Siemens, Eaton, Mennekes, Lapp, Festo, JUNG, Phoenix contact, Wago

დღეს ინსტა საქართელოში ყველაზე დიდ ლოჯისტიკურ ცენტრს ფლობს, სადაც მათი 50-ზე მეტი პარტნიორის 12000+ პროდუქტი მუდმივად ხელმისაწვდომია.

ინსტას სერვისები მოიცავს 👇

▫️ელექტრო-საინჟინრო და სამონტაჟო გადაწყვეტილებებს;
▫️ელექტრო მასალების საბითუმო ვაჭრობას;
▫️ჭკვიანი სახლის სისტემებს და ავტომატიზაციას;
▫️ელექტრო გამანაწილებელი დაფების და ავტომატიზაციის პანელების ინჟინერიას და მშენებლობას.

🗓️ 8 ოქტომბერი · კონფერენცია
🗓️ 9 ოქტომბერი · ბიზნეს გამოფენა "საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა"

მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდით 📞 551 36 70 36 ან შეავსეთ ფორმა🔗
https://forms.gle/ruek9zALqkZTBc3i8

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:
🌐 https://www.salesassociation.ge/

Address

სერგო ზაქარიაძის ქუჩა №8
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

(+995 32) 2202020

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Insta • ინსტა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Insta • ინსტა:

Share