INSTA • ინსტა

INSTA • ინსტა წამყვანი ელექტროსაინჟინრო კომპანია 1998 წლიდან

INSTA მომხმარებლებს სთავაზობს გლობალური ბრენდის - MENNEKES-ის ინდუსტრიულ ჩანგლებს, რომლებიც შექმნილია ექსტრემალურ სამუშა...
20/08/2026

INSTA მომხმარებლებს სთავაზობს გლობალური ბრენდის - MENNEKES-ის ინდუსტრიულ ჩანგლებს, რომლებიც შექმნილია ექსტრემალურ სამუშაო პირობებში ეფექტური ექსპლუატაციისთვის.

პროდუქცია სრულად შეესაბამება IEC 60309 საერთაშორისო სტანდარტს. IP დაცვის მაღალი დონე უზრუნველყოფს სისტემის უსაფრთხო და საიმედო ინტეგრაციას ნებისმიერი მასშტაბის სამრეწველო ობიექტზე.

MENNEKES-ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები განაპირობებს ელექტროუსაფრთხოებას ნებისმიერი სირთულის ინდუსტრიულ გარემოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 220 20 20
[email protected]
www.insta.ge

სამრეწველო ობიექტების გამართული მუშაობისთვის, ქსელში არსებული იმპულსური ზეძაბვა და დენის გაჟონვა უდიდესი რისკია. ინსტა უ...
17/08/2026

სამრეწველო ობიექტების გამართული მუშაობისთვის, ქსელში არსებული იმპულსური ზეძაბვა და დენის გაჟონვა უდიდესი რისკია.

ინსტა უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემების სრულყოფილ დაპროექტებას, სადაც თითოეული გადაწყვეტა ინდივიდუალური გაზომვებისა და საინჟინრო გათვლების საფუძველზე იქმნება.

ჩვენი გუნდი ახორციელებს:

• დამიწების კონტურის მოწყობასა და წინაღობის გაზომვას
• აქტიური და პასიური მეხამრიდი სისტემების დაპროექტებასა და ინსტალაციას
• SPD მოწყობილობების ინტეგრაციას გარე და შიდა ზემოქმედებით გამოწვეული ზეძაბვისგან ქსელის დასაცავად

სამუშაოები სრულდება საერთაშორისო სტანდარტების (IEC) შესაბამისად, ისეთი წამყვანი ევროპული ბრენდების მასალებით, როგორებიცაა: OBO Bettermann და Arnocanali.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 220 20 20
[email protected]
www.insta.ge

გერმანული ბრენდის, MENNEKES-ის ინდუსტრიული როზეტები სპეციალურად მძიმე სამუშაო გარემოსთვის არის შექმნილი. პროდუქცია გამოი...
14/08/2026

გერმანული ბრენდის, MENNEKES-ის ინდუსტრიული როზეტები სპეციალურად მძიმე სამუშაო გარემოსთვის არის შექმნილი. პროდუქცია გამოირჩევა მექანიკური სიმტკიცითა და IP დაცვის მაღალი ინდექსით, რაც უზრუნველყოფს სისტემის სტაბილურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას ტენიანობისა და მექანიკური ზემოქმედების პირობებშიც კი.

MENNEKES-ის ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა ძაბვისა და ამპერაჟის მოდელებს:

• ზედაპირული და შიდა მონტაჟის როზეტებს
• პანელურ გადაწყვეტილებებს

როგორც ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში, INSTA ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს ორიგინალ გერმანულ კომპონენტებსა და საინჟინრო მხარდაჭერას თქვენი ობიექტის სპეციფიკაზე მორგებული, უსაფრთხო ელექტროინფრასტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 220 20 20
[email protected]
www.insta.ge

10/08/2026

MENNEKES არის გერმანული პრემიუმ ბრენდი, რომელიც 90 წელზე მეტია ინდუსტრიული ჩამრთველების, როზეტებისა და ენერგიის გამანაწილებელი სისტემების გლობალური ლიდერია. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი მექანიკური გამძლეობით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით.

INSTA წარმოადგენს MENNEKES-ის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში. აღნიშნული თანამშრომლობა ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს ორიგინალ პროდუქციასა და სრულფასოვან საინჟინრო მხარდაჭერას.

MENNEKES არის არჩევანი იმ პროექტებისთვის, სადაც ხარისხი და საიმედოობა პრიორიტეტულია.

სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებასთან ერთად, სასტუმროს ნომრების ავტომატიზაციის სისტემა (GRMS) შენობების მენეჯმენტი...
29/07/2026

სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებასთან ერთად, სასტუმროს ნომრების ავტომატიზაციის სისტემა (GRMS) შენობების მენეჯმენტისა და ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ამ მიმართულებით, ინსტა მომხმარებელს სთავაზობს სასტუმროს ნომრების მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს განათების, კლიმატკონტროლის, ფარდებისა და ოთახის სხვადასხვა ტექნიკური პარამეტრის ცენტრალიზებულ კონტროლს.

ინსტა პროექტებს ახორციელებს ისეთი საერთაშორისო ბრენდების აპარატურულ ბაზაზე, როგორებიცაა: Siemens და Interel, ხოლო ნომრებში გამოიყენება JUNG-ის დიზაინის მართვის პანელები.

ჩვენი საინჟინრო გუნდი უზრუნველყოფს სრულ საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს, სისტემურ პროგრამირებასა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 220 20 20
www.insta.ge
[email protected]

ინსტა გთავაზობთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის, Jinko Solar-ის მზის პანელებს, რომლებიც განკუთვნილია ინდუს...
22/07/2026

ინსტა გთავაზობთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის, Jinko Solar-ის მზის პანელებს, რომლებიც განკუთვნილია ინდუსტრიული, კომერციული და საცხოვრებელი სექტორებისთვის.

სისტემის უპირატესობა მოწინავე N-Type მზის პანელებშია, რომელიც ორმხრივ ტექნოლოგიებს ეფუძნება, რაც უზრუნველყოფს ენერგიის მაქსიმალურ გამომუშავებას როგორც პირდაპირი, ისე არეკლილი სინათლის ნაკადებიდან. დაბალი ტემპერატურული კოეფიციენტის წყალობით, პანელები მაღალ ეფექტიანობას ექსტრემალურ კლიმატურ პირობებშიც ინარჩუნებს.

ინსტა უზრუნველყოფს მზის ელექტროსადგურების მოწყობის სრულ პროცესს -კომპლექსურ დაპროექტებას, მონტაჟსა და შემდგომ საოპერაციო მხარდაჭერას, რაც განაპირობებს ტექნოლოგიის ეფექტურ ადაპტაციას თქვენი ობიექტის საჭიროებებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 220 20 20
[email protected]

INSTA-სა და გლობალური ბრენდის, LAPP-ის ერთობლივი სამუშაო ვიზიტები საქართველოში წარმატებით დასრულდა. ინიციატივის მიზანი ა...
13/07/2026

INSTA-სა და გლობალური ბრენდის, LAPP-ის ერთობლივი სამუშაო ვიზიტები საქართველოში წარმატებით დასრულდა. ინიციატივის მიზანი ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორობის გაღრმავება, ბრენდის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება იყო.

თანამშრომლობის ფარგლებში, საწყის ეტაპზე გამართული ექსკლუზიური პარტნიორული შეხვედრების შემდეგ, პროექტის მომდევნო ნაბიჯი უშუალოდ საწარმოებში სტუმრობას დაეთმო. INSTA-სა და LAPP-ის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ქვეყნის წამყვან ინდუსტრიულ და საწარმოო კომპანიებთან, მათ შორის: IDS Borjomi Georgia, Healthy Water (Nabeghlavi), Sante GMT Products, Georgian Manganese და Qspeed Robotics.

ვიზიტები სრულად დაეთმო თითოეული საწარმოს სპეციფიკისა და საინჟინრო გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას. ადგილზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მომხმარებლებს მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ადაპტირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები შევთავაზეთ.

INSTA აგრძელებს ადგილობრივი ინდუსტრიული სექტორის მხარდაჭერას მსოფლიო დონის საინჟინრო სტანდარტების დანერგვით.

08/07/2026

წარმოგიდგენთ INSTA-ს მიერ დასრულებულ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს -„Paragraph Golf & Spa Tabori”.

მოცემულ ობიექტზე სამუშაოები 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა სრულ ელექტრო-საინჟინრო სისტემების ინტეგრაციას.

აღნიშნული პროექტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს INSTA-ს მზაობასა და კომპეტენციას კომპლექსური გამოწვევების მართვაში.

29-წლიანი ისტორია და ახალი ხედვა: INSTA-ს აღმასრულებელ დირექტორად სანდრო ბახსოლიანი დაინიშნა
03/07/2026

29-წლიანი ისტორია და ახალი ხედვა: INSTA-ს აღმასრულებელ დირექტორად სანდრო ბახსოლიანი დაინიშნა

ქართულ ელექტრო-საინჟინრო ბაზარზე 29-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია INSTA მასშტაბურ ტრანსფორმაციას იწ...

For English scroll downფრანკფურტმა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენას Light + Building 2026-ს უმასპინძლა, სადაც განათ...
08/04/2026

For English scroll down

ფრანკფურტმა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენას Light + Building 2026-ს უმასპინძლა, სადაც განათების, ელექტროტექნიკური და შენობების ავტომატიზაციის მიმართულებები სრული მრავალფეროვნებით იყო წარმოდგენილი. ინსტას გუნდისთვის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, ადგილზე გაცნობოდა იმ საინჟინრო ინოვაციებსა და ტენდენციებს, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სფეროს მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები და შენობების მართვის თანამედროვე საინჟინრო სისტემებია.

ექსპოს ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩვენს პარტნიორ ბრენდებთან, სადაც ელექტროტექნიკური მიმართულების განვითარება და ახალი, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვის პერსპექტივები განვიხილეთ.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა გვეხმარება, მუდმივად მივყვეთ ტექნოლოგიურ პროგრესს და ჩვენს პროექტებში ისეთი თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები დავნერგოთ, რომლებიც ენერგოეფექტურობის უმაღლეს სტანდარტებსა და თანამედროვეობის გამოწვევებს პასუხობს.

----------

Frankfurt recently hosted Light + Building 2026, the world's largest expo for lighting, electrical engineering and building automation. Our team was there to explore the latest trends and engineering innovations that are currently shaping our industry.

The technologies on display made it clear that the future of our industry is all about energy efficient solutions and smart engineering systems for modern building management.

During the expo, we caught up with our partner brands to talk about the latest in electrical engineering and how we can bring their new, high-tech products into our upcoming projects.

Participating in international exhibitions helps us keep up with technological progress and implement modern engineering solutions in our projects. This ensures we meet the highest energy efficiency standards and effectively respond to the challenges of today.

Address

სერგო ზაქარიაძის ქუჩა №8
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

(+995 32) 2202020

Alerts

Be the first to know and let us send you an email when INSTA • ინსტა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to INSTA • ინსტა:

Shortcuts

Share