25/04/2022
გამარჯობა!
გვერდის ადმინი, ქრისტი,
ეს გვერდი შევქმენი მაშინ, კარანატინობისას "ბმვ"-ს დაშლილებში, რომ დავიწყე მუშაობა. ფარეხი მებარა და რვა ბოქსი, თვიურად ქირის შესაკრებებს,რომ ვაკონტროლებდი... ძალიან მომწონდა, მაგრამ სამწუხაროდ პირობები არ იყო დამაკმაყოფილებელი, რომ გამეგრძელებინა თანამშრომლობა. ახლა რა, ჩემს ერთერთ გამომწერს ახსოვს ჩემი პოსტი იმაზე,რომ თებერვალში ტრენინგებს უნდა დავსწრებოდი ავტო მექანიკოსობაზე, მუშაობას კი არ ვაპირებ მექანიკოსად, ეს ისე, ჩემი ჰობია, მინდა რომ ვერკვეოდე ნაწილებში და ტექნიკურ წვრილმანებში ავტომობილის წყობის, რა მინდა მე:
მუშაობა საავტომობილო სფეროში, იქნება ეს პარამეტრების განხილვა, გაყიდვები თუ მომხმარებელთან საინფორმაციო კავშირი, გვაქვს თუ არა ეს თუ ის ნაწილი....
რატომ ვწერ ამ ყველაფერს აქ?
იქნებ და ამიხდეს ეს ოცნება და დაფასებულად შემეძლოს შრომა იქ სადაც მომწონს და ვაკეთო ის საქმე რომელიც მიყვარს.
ამჟამად ნაწილობრივ მიმტანად ვმუშაობ რესტორანში, პრიორიტეტულად ტურისტულ გიდად ვმუშაობ 2018 წლიდან(ეს საქმეც მიყვარს) შეთავსება თუ გამომივიდა გიდობის და საავტომობილო სფეროსი, ხომ მთლად ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მოიპოვება ამ ქვეყანაში. რავიცი, ვცდი, ჩემი რა მიდის. თქვენგან რას ვთხოვ, გააზიაროთ ეს პოსტი, იქნებ ჭირდება ვინმეს თანამშრომელი და აწყობდეს ჩემი გრაფიკი.
ორიოდე სიტყვა ჩემს პროფესიულ ძლიერ მხარეებზე, ვარ კომუნიკაბელური, დადებითად განწყობილი, მიყვარს საზოგაოებასთან ურთიერთობა, კომპიუტერულ პროგრამებში მეტნაკლებად ვერკვევი და სწრაფად ვითვისებ იმასაც რაც ახალია ჩემთვის, ინგლისური კარგი, რუსულიც, ქართულიც,სომხურიც. ნაკლი, ბევრი ძილი მიყვარს, და შეიძლება ჩამეძინოს, და დამაგვიანდეს😄😄🙈🙈 ეს ის არის რაზეც ვმუშაობ და ვცდილობ გამოვასწორო, და თითქოს გამომდის და ამ დროს ვაქებ ჩემს თავს, ფრდები მეზრდებასავით😁🙈
ვიყავი თეგეტაში, მიღებდნენ მოსწავლე მექანიკოსად, უბრალოდ ის რომ ჯერ მექანიკოსად მუშაობას არ ვაპირებდი და მერე ის რომ წელიწადნახევარი ჩემს თავს ასეთ ფუფუნების საშუალებას ვერ მივცემდი, შემოსავლის გარეშე ჩემი ახლობლების ხარჯზე მევლო ტრენინგებზე,ვამჯობინე გამეგრძელებინა ისე როგორც ახლა ვარ, მიმტანობა + ტურები როცა იქნება, დანარჩენი... დანარჩენი სამყაროზეა დამოკიდებული,
მე მჯერა რომ ის რაც გულით გინდა და რისკენაც მიისწრაფვი, აუცილებლად აგიხდება, ასე რომ მეგობრებო, თუ ოცნება გაქვთ, არ დანებდეთ, მიზნად დაისახეთ და აიხდინეთ! ყველაფერი თქვენს ხელშია, და ყველაფერი ფიქრებიდან იწყება და რეალობაში გადადის!
ქრისტე აღსდგა!
მრავალს დაესწარით!
მშვიდობა და სიყვარული არ მოგვკლებოდეს ჩვენსა და ჩვენს ახლობლებში.
მადლობა.🧡
ნახვამდის🙂🙏