28/07/2026
მოგესალმებით,
გვინდა გაცნობოთ, რომ „ვინტოში“ რეორგანიზაციის პროცესია, რის შედეგადაც 1 აგვისტოდან კომპანიის მომსახურების ცენტრებში არ იქნება ხელმისაწვდომი საავტომობილო სერვისები.
უახლოეს პერიოდში გაგიზიარებთ სიახლეებს, რის საფუძველზეც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე საავტომობილო სერვისების მიღებისთვის მეტი მომსახურების ცენტრი და პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი დაგხვდებათ.
მადლობა ერთგულებისთვის!
კომპანია „ვინტოს“ გუნდი