17/05/2017
მიმდინარეობს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია–უშგულის მონაკვეთის 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია
► გზის საპროექტო ტრასა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იწყება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 154 კმ მონაკვეთზე, უღვირის უღელტეხილზე და ჩაუყვება უღვირის ქედის სამხრეთ ფერდობს, იფარის ტერიტორიული ერთეულის „ლენდგვილის“ ხიდამდე
► გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების განხორციელება:
• ტრასის აღდგენა და დამაგრება;
• დაზიანებული მილების დემონტაჟი;
• ვაკისის ზედაპირისა და ფერდების მოშანდაკება;
• 2 არსებული ხიდის შეკეთება;
• გაბიონის კედლების მოწყობა;
• არსებული რკინა-ბეტონის კედლების შეკეთება;
• სამოსის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით;
• ეზოში შესასვლელების მოწყობა;
• ავტობუსის გაჩერებების და პავილიონების მოწყობა;
• საგზაო ნიშნების მოწყობა;
• სავალი ნაწილის მონიშვნა;
• საგზაო შემოფარგვლის მოწყობა;
► მესტია–უშგულის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე განხორციელდა 12,4 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია