Tegeta Motors - თეგეტა მოტორსი

Call Directions Website Contact the business

Tegeta Motors - თეგეტა მოტორსი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tegeta Motors - თეგეტა მოტორსი, Automotive Parts Store, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5, Tbilisi.

თეგეტა გრინ პლანეტი ახალგაზრდების მწვანე ინიციატივების მხარდამჭერია 🌱ეკოჯილდოების სასკოლო კონკურსის ფარგლებში, თეგეტა გრ...
21/10/2026

თეგეტა გრინ პლანეტი ახალგაზრდების მწვანე ინიციატივების მხარდამჭერია 🌱

ეკოჯილდოების სასკოლო კონკურსის ფარგლებში, თეგეტა გრინ პლანეტის სტენდი თელავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმებზე იყო წარმოდგენილი. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ კომპანიის საქმიანობას, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობას.

კონკურსი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სადაც 24 საჯარო სკოლის 280 მოსწავლე და 100 მასწავლებელი მონაწილეობდა.

Tegeta Motors Central Asia საერთაშორისო ბიზნესგამოფენაზე 🚀7-8 ოქტომბერს, გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტში ჩა...
19/10/2026

Tegeta Motors Central Asia საერთაშორისო ბიზნესგამოფენაზე 🚀

7-8 ოქტომბერს, გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტში ჩატარდა საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილის სტატუსით Tegeta Motors Central Asia წარდგა.

ფორუმის ფარგლებში გამართული B2B შეხვედრები „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცენტრალურ აზიაში პოზიციების გამყარებისა და ახალი სტრატეგიული პარტნიორობების დამყარებისკენ.

16/10/2026

თეგეტა გრინ პლანეტის მისიაა, საავტომობილო ნარჩენებმა გაიაროს სრულად კონტროლირებადი გზა – შეგროვებიდან საბოლოო გადამუშავებამდე.

არ გადაყარო, ჩააბარე ♻️

ძველი აკუმულატორი მხოლოდ ნარჩენი არ არის – მისი არასწორი გადამუშავება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის...
13/10/2026

ძველი აკუმულატორი მხოლოდ ნარჩენი არ არის – მისი არასწორი გადამუშავება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

♻️ მნიშვნელოვანია, მეორადი აკუმულატორი პასუხისმგებლობით მართო და მისი უსაფრთხო გადამუშავებისთვის შესაბამის გზას მიმართო.

✨ Reimagine the Ride – მორიგი საერთაშორისო აღიარება!თეგეტას კონცეპტუალური სივრცე German Design Award 2027-ის გამარჯვებულ...
09/10/2026

✨ Reimagine the Ride – მორიგი საერთაშორისო აღიარება!

თეგეტას კონცეპტუალური სივრცე German Design Award 2027-ის გამარჯვებულია.

გვიხარია, რომ საქართველოში შექმნილი პროექტის ისტორია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებით გრძელდება.

08/10/2026

რა დგას პირველი ქართული ექსპედიციის უკან და როგორ ემზადება ცისკარის გუნდი ანტარქტიდისთვის? ❄️

მთაში გატარებული ათწლეულებისა და მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებზე დაგროვილი გამოცდილების შემდეგ, ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე სრულიად ახალი გამოწვევისთვის ემზადება.

მოლოდინები, გამოწვევები, მზადების პროცესი და მიზანი, რომელიც ბიძინას პირველი ქართული ექსპედიციის ფარგლებში ანტარქტიდისკენ ამოძრავებს.

🎙️ უყურე SPECIAL TALKS-ის სრულ ეპიზოდს: https://youtu.be/YkNXt-ny4i4?si=yOU4NDZuAeTEH3A3

მზად იყავი ცვლილებებისთვის - გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად.

07/10/2026

ზოგჯერ დიდი ცვლილება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებიდან იწყება.

დიანა სახურია ქალაქიდან სოფელ ოქტომბერში გადავიდა. მან აქ დარჩენა და ახალი შესაძლებლობების ძიება გადაწყვიტა.

სახლის ეზოში დიანამ „ცხოვრების ტყეს“ ჩაუყარა საფუძველი. სივრცეს, რომელიც ადგილობრივ ქალებსა და ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ, განვითარდნენ და იდეები რეალობად აქციონ.

თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით, „ცხოვრების ტყე“ აგრძელებს ზრდას და იმ ადამიანების გაერთიანებას, ვისაც საკუთარ გარემოში დადებითი ცვლილებების მოხდენა სურს 💚

საქართველოში, თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით, AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა იწყება.ის ქვეყნის 30 სკოლაშ...
07/10/2026

საქართველოში, თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით, AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა იწყება.

ის ქვეყნის 30 სკოლაში უკვე არჩევით საგნად ისწავლება, უახლოეს პერიოდში კი 50 სკოლამდე ეტაპობრივად გაფართოვდება.

პროგრამა IX-XI კლასის მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებსა და თანამედროვე ინსტრუმენტებს გააცნობს. ამასთან, მათ კრიტიკულ შეფასებასა და პასუხისმგებლიანად გამოყენებას ასწავლის.

პროექტის მთავარმა მხარდამჭერმა, თეგეტა ჰოლდინგმა, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან (GAIA) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

თეგეტასთვის განათლების მხარდაჭერა მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობა არ არის – ეს ჩვენი ღირებულებების გამოვლინება და ინვესტიციაა ქვეყნის მომავალში.

თეგეტა გრინ პლანეტმა, თეგეტა აკადემიამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა ურთიერთთანამშრომლ...
10/08/2026

თეგეტა გრინ პლანეტმა, თეგეტა აკადემიამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

თანამშრომლობის მიზანია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, დაეუფლონ ავტოინდუსტრიასთან დაკავშირებულ პროფესიებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

გვჯერა, რომ განათლება ახალ შესაძლებლობებს ქმნის, შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა კი ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

07.08.08მარადიული ხსოვნა გმირებს!
07/08/2026

07.08.08

მარადიული ხსოვნა გმირებს!

Address

დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5
Tbilisi
0131

Telephone

+995322264444

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tegeta Motors - თეგეტა მოტორსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tegeta Motors - თეგეტა მოტორსი:

Shortcuts

Share