Caucasus Genetics / კავკასიის გენეტიკა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Caucasus Genetics / კავკასიის გენეტიკა

Caucasus Genetics / კავკასიის გენეტიკა 𝐑𝐞𝐥𝐢𝐚𝐛𝐥𝐞 𝐆𝐞𝐧𝐞𝐭𝐢𝐜𝐬 & 𝐈𝐧𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲
From advanced genetics to farm equipment, feeding, AI, and breeding-we don’t just deliver.
(1)

We install, launch, and support your farm every step of the way.

06/06/2026

🐄 საუკეთესო ევროპული გენეტიკა თქვენი ფერმისთვის!
🇪🇺 ,,კავკასიის გენეტიკა“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სანაშენე პირუტყვის იმპორტს ევროპიდან!

✔️ 20-წლიანი გამოცდილება დარგში და პარტნიორობა ევროპის წამყვან სანაშენე მეურნეობებთან!
✔️ საქონლის მაღალი გენეტიკური მაჩვენებლები – გარანტირებული მაღალპროდუქტიულობა და ჯანმრთელობა.
✔️ სრული დოკუმენტაცია – თითოეულ პირუტყვს ახლავს ევროკავშირის (EU) ვეტერინარული სერტიფიკატი და სანაშენე ბარათი.
✔️ მიწოდება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.

➡️ შეუკვეთეთ დღესვე და გააკეთეთ სწორი არჩევანი:
👉 ტელ: 032 2 43 26 64

#სანაშენესაქონელი #იმპორტიევროპიდან #სანდოგენეტიკა #20წლისგამოცდილება #ფერმა #რძე #კავკასიისგენეტიკა

🌿 სოფლის მეურნეობის რეგენერაციული ტრანსფორმაცია - ქართველი ფერმერები ესტონური გამოცდილების კვალდაკვალ24-30 მაისს, კავკას...
06/06/2026

🌿 სოფლის მეურნეობის რეგენერაციული ტრანსფორმაცია - ქართველი ფერმერები ესტონური გამოცდილების კვალდაკვალ

24-30 მაისს, კავკასიის გენეტიკამ პროექტის „რეგენერაციული სოფლის მეურნეობა და საკვებწარმოება საქართველოში“ ფარგლებში, ესტონელ პარტნიორებთან - Estonian Chamber of Agriculture and Commerce - ECA, ერთად გამართა მაღალპროფესიული სასწავლო ვიზიტი ფერმერებისთვის

📌 ტურის ფარგლებში ფერმერებმა და აგროსექტორის პროფესიონალებმა მოინახულეს ესტონეთის უმსხვილესი და ინოვაციური მეურნეობები, რომელთა საქმიანობა ემყარება თანამედროვე აგრარულ მიდგომებს, ეკოსისტემურ ხედვას და მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს

🔍 მთავარი თემატური ფოკუსები მოიცავდა:
• რეგენერაციულ სოფლის მეურნეობის პრაქტიკას და BEAM მოდელს
• ნიადაგის სიჯანსაღისა და მინერალური ბალანსის აღდგენის სტრატეგიებს
• მოსავლის ბრუნვას, პირდაპირ თესვასა და საფარი კულტურების ინტეგრაციას
• თხევადი ნაკელის, ბიოლოგიურ მავნებელთა კონტროლისა და მაღალი ხარისხის სილოსის წარმოებას
• აგრარული ტექნოლოგიების დანერგვას: GPS მართვა, ხელოვნური ინტელექტი, დისტანციური მონიტორინგი
• ცხოველების კვებისა და ძოვების ორგანიზებას ბიომრავალფეროვნებაზე ორიენტირებული მიდგომებით
• აგროტურიზმისა და ფერმერული საქმიანობის ბრენდინგის წარმატებულ მაგალითებს

📍 ტური მოიცავდა 10-ზე მეტ ფერმასა და აგრობიზნესს, მათ შორის ისეთ სტრატეგიულ ცენტრებს, როგორებიცაა Baltic Agro, Agriland, და ფერმებს, რომლებიც შედიან ევროპის 50 საუკეთესო მეურნეობის სიაში

🎯 ესტონეთის გამოცდილება ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობა შეიძლება იყოს ერთდროულად პროდუქტიული, მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი. მონაწილეებისთვის ეს ვიზიტი გახდა ახალი პერსპექტივების, პროფესიული კავშირებისა და ინოვაციური პრაქტიკის გაცნობის პლატფორმა.

📸იხილეთ ფოტო მასალა - როგორ ქმნიან ესტონელი ფერმერები სურსათის მომავლის სისტემებს და როგორ შეიძლება ეს ცოდნა და მიდგომა გახდეს ინსპირაცია ქართული აგრარული ტრანსფორმაციისთვის.
——-

🔹 პროექტი ხორციელდება ესტონეთის სოფლის მეურნეობის სავაჭრო პალატასთან (Estonian Chamber of Agriculture and Commerce – ECA) თანამშრომლობით.

🔹 პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა – კლიმატის სამინისტროს (Ministry of Climate) და გარემოსდაცვითი ინვესტიციების ცენტრის (Environmental Investment Centre) მეშვეობით.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪თავისუფლება მხოლოდ ისტორია არ არის - ეს არჩევანია, რომელსაც ყოველდღე ვქმნით ...
26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪
თავისუფლება მხოლოდ ისტორია არ არის - ეს არჩევანია, რომელსაც ყოველდღე ვქმნით 🌱

Happy Independence Day, Georgia 🇬🇪

#26მაისი

ცოდნა, ტექნოლოგია და პრაქტიკა - რეალური შედეგისთვის ფერმაში! 🇦🇹🇬🇪🚜„კავკასიის გენეტიკის“ სასწავლო ტური ავსტრიაში იყო მიზა...
13/05/2026

ცოდნა, ტექნოლოგია და პრაქტიკა - რეალური შედეგისთვის ფერმაში! 🇦🇹🇬🇪🚜

„კავკასიის გენეტიკის“ სასწავლო ტური ავსტრიაში იყო მიზანმიმართული გვეჩვენებინა ⏩️ თუ როგორ ერთიანდება ეს სამი კომპონენტი ერთ სისტემაში და როგორ ქმნის ის წარმატებულ აგრობიზნესს.

ქართველმა ფერმერებმა და დარგის სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს მეურნეობის მართვის „ოქროს სამკუთხედი“:

📌 DeLaval-ის რობოტიზებული სისტემები: ავტომატიზაცია და ეფექტური საწარმოო პროცესები
📌 SCHAUMANN-ის ტექნოლოგიები: ინოვაციური კვება, რომელიც პირდაპირ აისახება ცხოველის ჯანმრთელობასა და მაქსიმალურ პროდუქტიულობაზე
📌 მართვის ევროპული სტანდარტი: მაღალპროდუქტიული ჯიშების მოვლა-შენახვის სპეციფიკა და თანამედროვე მენეჯმენტი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებს საქართველოში წვდომა ჰქონდეთ არა მხოლოდ მსოფლიო ბრენდების პროდუქციაზე, არამედ იმ ცოდნაზეც, რომელიც ამ რესურსს რეალურ მოგებად აქცევს

🤝 შეგახსენებთ, რომ „კავკასიის გენეტიკა“ SCHAUMANN-ისა და DeLaval-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

#კავკასიისგენეტიკა #აგროტური #ავსტრია #მეცხოველეობა #ინოვაცია

🇦🇹🇬🇪 „კავკასიის გენეტიკის“ ორგანიზებით, ქართველი ფერმერებისა და აგრო-სექტორის სპეციალისტების ჯგუფი სამუშაო ვიზიტით ავსტრ...
07/05/2026

🇦🇹🇬🇪 „კავკასიის გენეტიკის“ ორგანიზებით, ქართველი ფერმერებისა და აგრო-სექტორის სპეციალისტების ჯგუფი სამუშაო ვიზიტით ავსტრიას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ იქმნება მსოფლიო ლიდერი ბრენდის - SCHAUMANN-ის პროდუქცია.

ადგილზე, ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, მონაწილეებს გავაცანით ის მაღალი სტანდარტები და მიდგომები, რომლებიც განსაზღვრავს მერძეული პირუტყვის კვების თანამედროვე სისტემებს:

📍 დავათვალიერეთ SCHAUMANN-ის ულტრათანამედროვე საწარმოო ხაზები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

📍 ვნახეთ, როგორ გარდაიქმნება მეცნიერული კვლევა რეალურ, ეფექტურ პროდუქტად, რომელიც თქვენს ფერმებში მაღალ შედეგს ქმნის

🚀ეს ვიზიტი იყო საუკეთესო შესაძლებლობა ცოდნის, სტანდარტისა და გამოცდილების გაზიარებისთვის

შეგახსენებთ, რომ „კავკასიის გენეტიკა“ SCHAUMANN-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

📌 ჩვენი მიზანია, თქვენამდე მოვიტანოთ არა უბრალოდ პროდუქტი - არამედ ის ცოდნა და ხარისხი, რომელიც ქმნის რეალურ შედეგს

#ავსტრია #მეცხოველეობა #ხარისხი #ინოვაცია

🌱 რეგენერაციული ფერმერული მეურნეობა & მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები8 აპრილს, ტიბაანში, ფერმერული მეურნეობა „ბუტრანას...
15/04/2026

🌱 რეგენერაციული ფერმერული მეურნეობა & მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები

8 აპრილს, ტიბაანში, ფერმერული მეურნეობა „ბუტრანას“ სასწავლო ცენტრში, შ.პ.ს. „კავკასიის გენეტიკასა“ და ესტონეთის სოფლის მეურნეობის სავაჭრო პალატის (ECAC) ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც შეეხებოდა სარძეო და სახორცე მიმართულების ფერმერულ მეურნეობას, რეგენერაციულ სისტემებსა და საკვებწარმოებას.

სემინარი აერთიანებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ საველე ცდებს, უკვე მიღწეულ შედეგებს და მიმდინარე ინოვაციურ მიდგომებს.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო:
▪️ რეგენერაციული სოფლის მეურნეობის პრინციპები
▪️ თანმხლები და საფარი კულტურების გამოყენება
▪️ საკვებწარმოების ეფექტური მოდელები
▪️ სარძეო და სახორცე მიმართულების თანამედროვე მართვა

ესტონელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, მონაწილეებმა მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც ადაპტირებულია საქართველოს რეალობაზე.

ასეთი ტიპის თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მდგრადი სისტემების დანერგვის მიმართულებით.

📸 ფოტოები ღონისძიებიდან 👇

———

🔷 პროექტი ხორციელდება: Estonian Chamber of Agriculture and Commerce – ECA
🔷 მხარდამჭერი: Ministry of Climate & Environmental Investment Centre, Estonia

✨ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
11/04/2026

✨ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

დაიცავით თქვენი პირუტყვი „უხილავი მტრისგან“! 🛡️🐄იცოდით, რომ საკვებში არსებული მიკოტოქსინები ხშირად ხდება რძის კლების, ცხ...
01/04/2026

დაიცავით თქვენი პირუტყვი „უხილავი მტრისგან“! 🛡️🐄

იცოდით, რომ საკვებში არსებული მიკოტოქსინები ხშირად ხდება რძის კლების, ცხოველის უნაყოფობისა და იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი?

SCHAUMANN BASIS – ეს არის გერმანული ტექნოლოგია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა აფლატოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების ეფექტური ნეიტრალიზაციისთვის.

რატომ SHAUMANN BASIS?
✅ Schauma TX & Ceragel – უნიკალური ფორმულა, რომელიც ბოჭავს და ცხოველის ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.
✅ ჯანმრთელი ცხოველი – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
✅ მაღალი პროდუქტიულობა – მეტი რძე და ჯანსაღი წონამატი.

📍 დოზირება:
🔸 100 გრ/დღეში – აქტიური პრობლემისას.
🔸 50 გრ/დღეში – პროფილაქტიკისთვის.

ნუ გარისკავთ ცხოველის ჯანმრთელობით. აირჩიეთ მსოფლიოში აღიარებული ხარისხი!

📞 დაგვიკავშირდით: 032 2432664
📍 „კავკასიის გენეტიკა“ – Schaumann-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

#კავკასიისგენეტიკა #ჯანმრთელიპირუტყვი #ფერმერულირჩევა #ტოქსინებისგანდაცვა #მიკოტოქსინი #აფლატოქსინი

🇩🇪🇦🇹 გერმანულ-ავსტრიული ხარისხი თქვენს ფერმაში – დაიცავით რძე აფლატოქსინისგან!📌 სილოსის სეზონი მოდის! გააკეთე არჩევანი ხ...
24/03/2026

🇩🇪🇦🇹 გერმანულ-ავსტრიული ხარისხი თქვენს ფერმაში – დაიცავით რძე აფლატოქსინისგან!

📌 სილოსის სეზონი მოდის! გააკეთე არჩევანი ხარისხზე დროულად.
❌ არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც ძვირი დაგიჯდებათ!

🚀 SCHAUMANN – ევროპული გიგანტი გერმანულ-ავსტრიული გამოცდილებით, წარმოგიდგენთ BON SILAGE-ს: ბაქტერიები, რომლებიც სილოსს უსაფრთხო და მაღალეფექტურ საკვებად აქცევს.

რატომ BON SILAGE?
✅ პრემიუმ ხარისხი – გერმანული სიზუსტე, ავსტრიული ტექნოლოგია და ევროპული სტანდარტი
✅ მშვიდობით, აფლატოქსინო! – ბლოკავს მავნე სოკოებს და ტოქსინებს რძეში
✅ მეტი რძე – ინარჩუნებს სილოსის მაქსიმალურ კვებით ღირებულებას

⏳ დაიჭირე თადარიგი! უკვე დროა!

სწორი ტექნოლოგია წარმატებული ფერმის საძირკველია.

📞 შესაკვეთად დაგვიკავშირდით: 032 2 43 26 64
📍 კავკასიის გენეტიკა – SCHAUMANN-ის
ოფიციალური პარტნიორი საქართველო

#სილოსი #გერმანულიხარისხი #ავსტრიულიტექნოლოგია #ფერმა #კავკასიისგენეტიკა
#სილოსი #ავსტრიულიხარისხი #ფერმა #კავკასიისგენეტიკა

13/02/2026

🌍 𝐂𝐚𝐮𝐜𝐚𝐬𝐮𝐬 𝐆𝐞𝐧𝐞𝐭𝐢𝐜𝐬 𝐅𝐢𝐞𝐫𝐚𝐠𝐫𝐢𝐜𝐨𝐥𝐚 2026- ზე 🇮🇹

2–5 თებერვალს კავკასიის გენეტიკამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო აგროინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში - 𝐅𝐢𝐞𝐫𝐚𝐠𝐫𝐢𝐜𝐨𝐥𝐚

🚀ინოვაცია, მდგრადობა, ბიოტექნოლოგიები, მეცხოველეობა და აგრო-ტექის უახლესი ტენდენციები - შესაძლებლობები გლობალურ პროფესიულ სივრცეში

ჩვენთვის ეს ნიშნავს:
✔ საერთაშორისო გამოცდილებას
✔ ახალ პარტნიორობებს
✔ თანამედროვე ტექნოლოგიებზე პირდაპირ წვდომას

ვაგრძელებთ განვითარებაზე ზრუნვას, ხარისხითა და მომავლის ხედვით🌱

Address

26a Shalva Nutsubidze Street
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322432664

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Caucasus Genetics / კავკასიის გენეტიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Caucasus Genetics / კავკასიის გენეტიკა:

Share