05/10/2026
✨ მაქსთერმის შოურუმში ინტერიერის დიზაინერებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა
საღამოს ძირითადი ნაწილი მაქსთერმში წარმოდგენილი ევროპული ბრენდების - 𝐑𝐄𝐌𝐄𝐑 𝐑𝐔𝐁𝐈𝐍𝐄𝐓𝐓𝐄𝐑𝐈𝐄, 𝐅𝐎𝐍𝐃𝐈𝐓𝐀𝐋, 𝐀𝐋𝐂𝐀 , 𝐒𝐂𝐀𝐑𝐀𝐁𝐄𝐎-სა და 𝐕𝐀𝐋𝐒𝐈𝐑-ის პროდუქციისა და მათი შესაძლებლობების გაცნობას დაეთმო.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ ბრენდების გამორჩეულ პროდუქტებს, განეხილათ მათი გამოყენების შესაძლებლობები თანამედროვე პროექტებში და დეტალურად მიეღოთ ინფორმაცია პროდუქციის ფუნქციურ, ტექნიკურ და დიზაინერულ მახასიათებლებზე.
🔸 𝐑𝐄𝐌𝐄𝐑 𝐑𝐔𝐁𝐈𝐍𝐄𝐓𝐓𝐄𝐑𝐈𝐄 | იტალიური დიზაინი და თანამედროვე სააბაზანოსთვის შექმნილი შემრევების კოლექციები.
🔸 𝐅𝐎𝐍𝐃𝐈𝐓𝐀𝐋 | გათბობის თანამედროვე სისტემები.
🔸 𝐀𝐋𝐂𝐀 | თანამედროვე ჩასაშენებელი სისტემები, ღილაკები და ტრაპები.
🔸 𝐒𝐂𝐀𝐑𝐀𝐁𝐄𝐎 | იტალიური სანიტარული კერამიკა, რომელიც მასალას, ფერსა და დიზაინს აერთიანებს.
🔸 𝐕𝐀𝐋𝐒𝐈𝐑 | პრემიუმ ხარისხის საინჟინრო და საკანალიზაციო სისტემები.
ღონისძიებამ პროფესიული გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრის შესაძლებლობა შექმნა.
მაქსთერმისთვის ინტერიერის დიზაინერებთან მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისე თანამედროვე პროექტებისთვის შესაბამისი საინჟინრო და დიზაინერული გადაწყვეტილებების ერთობლივად განხილვისთვის. 🤝