27/07/2026
წარმოგიდგენთ გარდაბანში, ლილოს ტერიტორიაზე დასრულებულ საწყობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი გუნდის მიერ შესრულდა ლითონის კონსტრუქციის პროექტირების, დამზადების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სრული ციკლი.
აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი საწარმოს უპირატესობებს:
✔️ მაღალი სიზუსტით დამზადებული პრეფაბრიცირებული (Prefabricated) ლითონის კონსტრუქციები, საჭანჭიკე (Bolted) შეერთების სისტემით უზრუნველყოფს ობიექტზე სწრაფ, ზუსტ და უპრობლემო მონტაჟს.
✔️თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით ვაღწევთ წარმოების ისეთ ხარისხსა და სიზუსტეს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და მნიშვნელოვნად აღემატება იმპორტირებული ლითონის კონსტრუქციების ხარისხს.
✔️ მოკლე წარმოებისა და მიწოდების ვადები — ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად ამცირებს ლოდინის დროს , რაც პროექტის მოკლე დროში განხორციელების საშუალებას იძლევა.
✔️ მოქნილი გადახდის პირობები, რომლებიც პროექტის განხორციელებას უფრო ხელმისაწვდომსა და კომფორტულს ხდის.
ჩვენი მიზანია, დამკვეთს შევთავაზოთ არა მხოლოდ ხარისხიანი ლითონის კონსტრუქცია, არამედ სრულყოფილი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც დაზოგავს დროს, ამცირებს ხარჯებს და უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს — როგორც პროექტის განხორციელების ეტაპზე, ასევე გრძელვადიან პერიოდში..
📞 დაგვიკავშირდით: +995 577 94 77 70
#ლითონისკონსტრუქციები