It has more then 50 years of continuously producing high-quality black and green tea from the plantations. The company annually produce 300 tons of tea products and sells them in the countries of Eastern Europe. It employs 38 people. The factory is equipped with modern equipment. There is also a favorable climate for growth and development of high quality tea. In addition to traditional black and
green tea are also produced an innovative product: "Tea for diabetics". Special thanks to the natural impurity, it does not need to add sugar and diabetics are completely safe.
მდიდარი ტრადიციების მქონე, დასავლეთ საქართველოში ერთ–ერთი უძველესი ანასეულის ჩაის ფაბრიკა აგერ უკვე მეხუთე ათეული წელია შეუჩერებლივ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის შავ და მწვანე ჩაის ადგილობრივი პლანტაციებიდან. წლიურად საშუალოდ დამზადებული 300 ტონა პროდუქციის უმეტესი ნაწილი გადის ექსპორტზე დსთ–სა და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. იჯარით აღებულ პლანტაციებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო უშუალოდ ნედლეულის გადამუშავება–წარმოების პროცესში ჩართულია 38 მაღალი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე ადამიანებისგან შემდგარი პერსონალი.
წარმოებული ჩაის მაღალ ხარისხიანობის განმაპირობებელი ფაქტორი, თანამედროვე დანადგარებთან და პერსონალთან ერთად ადგილობრივი კლიმატური პირობებიცაა. ტროპიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ არსებული ზამთრის გამო ჩაის ბუჩქს მავნებლების წინააღმდეგნ დამუშავება არ სჭირდება, შესაბამისად იგი თავისუფალია პესტიციდების ნარჩენებისგან და ეკოლოგიურად სუფთაა.
გარდა ტრადიციული შავი და მწვანე ჩაისა, ფაბრიკა აწარმოებს ინოვაციურ და ერთობ საჭირო "ჩაის დიაბეტიანებისთვის". სპეციალური ბუნებრივი მინარევის წყალობით იგი არ საჭიროებს შაქრის დამატებას და სრულიად უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებული მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის.