24/06/2023
♟️
#ქუთაისი2023
🟢🟡 ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
🟢🟡 ავტომშენებლის გამზირის ერთ მონაკვეთზე ( ბუკიას ქუჩის კვეთიდან ჩხობაძის ქუჩის კვეთამდე) ტროტურარების მოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია ფერადი ქვაფენილის დაგება, ბორდიურების, სანიაღვრეების და გამწვანების ზოლის მოწყობა. პროექტი 444 444 ლარის ღირებულებისაა.
🟢🟡 სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება ქუთაისის ჭადრაკის სასახლეში. შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯრები, მოპირკეთდება ფასადი და განახლდება შიდა სივრცეები.
ეზოში გაკეთდა ღია საჭადრაკო მოედანი და გარე განათება. საჭადრაკო სახლის რეაბილიტაციისთვის 500 000 - მდე ლარია განსაზღვრული.
🟢🟡 მიმდინარეობს "ნინოშვილის სკვერის" განახლება. სკვერში 1 250 756 ლარის სამუშაოები შესრულდება: რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევანს, საფეხმავლო ბილიკებს, მწვანე საფარს. სკვერში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ძელსკამები, დეკორატიული სანათები.
🟢🟡 4 752 744 ლარი დაიხარჯება ზვიად გამსახურდიას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. გზა დაიფარება ასფალტბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრეები, ბორდიურები და ტროტუარი.
🟢🟡 ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამით.