Jvari CEC - ჯვარის სათემო განათლების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Jvari
  • Jvari CEC - ჯვარის სათემო განათლების ცენტრი

Jvari CEC  - ჯვარის სათემო განათლების ცენტრი Non-formal education for IDP and local communities - არფორმალური განა? All necessary technical materials were provided by dvv international – Georgia.

In October 2009 a project “Supporting socio-economic Integration of IDP’s (internally displaced person) in Samegrelo-Zemo Svaneti Region” was implemented with the financial support of the European Commission in Tsalenjikha Municipality. Due to the fact that more than 3000 IDP’s were settled in Jvari, the project was realized by establishing a Community Education Centre there. The centre was achiev

ed with the help of dvv international (deutscher Volkshochschulverband) and the Spanish organization ACF. The project duration ended on 28th February 2011. Afterwards the centre was registered as a non-profit organization “Jvari Community Education Centre” and its equipment was completely given to it. Also the real estate of the municipality (land and building) with the Memorandum of Understanding allows using it for a period of 5 years. Jvari Community Education Centre received a grant from dvv international – Georgia for the project “non-formal education for IDP’s and local community representatives”. This focuses on the integration of IDP’s in the society and a variety of activities in the centre.

2009 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „იძულებით გადაადგილებული პირების სოციო–ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში“ ფარგლებში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტ ქ.ჯვარში დაარსდა სათემო განათლების ცენტრი.ცენტრის გახსნა განაპირობა იმ ფაქტმა,რომ ჯვარში ცხოვრობს 3000–ზე მეტი დევნილი.პროექტი განახორციელა სახალხო უნივერსტიტეთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალმა, თბილისის პროექტთა ბიურო „DVV International-Georgia” და ესპანური ორგანიზაცია “ACF”–თან პარტნიორობით.
ცენტრისთვის საჭირო მატერიალურ–ტექნიკური ბაზა შეძენილი და კეთილმოწყობილი იქნა „DVV International-Georgia”-ს მიერ. პროექტი დასრულდა 2011 წლის 28 თებერვალს. პროექტის დასრულებამდე ცენტრი დარეგისტრირდა არასამეწარმეო,არაკომერციულ იურიდიულ პირად.ჯვარის სათემო განათლების ცენტრი,მასში არსებული ყველა სასწავლო და სამუშაო აღჭურვილობები სრულიად გადაეცა სათემო განათლების ცენტრს. ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული უძრავი ქონება(მიწის ნაკვეთი და შენობა) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე 5 წლით სარგებლობის უფლებით გადაეცა ცენტრს. სათემო განათლების ცენტრმა მიიღო გრანტი „DVV International-Georgia”–სგან პროექტისთვის „დევნილებისა და ადგილობრივთა წარმომადგენლების არაფორმალური განათლება“.ეს პროექტი მიზნად ისახავს დევნილთა და ადგილობრივთა თემის წარმომადგენლების სოციალურ–ეკონომიკურ ინტეგრაციას.ცენტრი ახორციელებს მრავალფეროვან აქტივობებს.

https://www.youtube.com/watch?v=k-cBdXbTt1s #კარიერა  #განათლება  #ეკანოზაძერატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიამ იზრუნოს თ...
02/02/2026

https://www.youtube.com/watch?v=k-cBdXbTt1s #კარიერა #განათლება #ეკანოზაძე

რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიამ იზრუნოს თანამშრომლების განვითარებაზე, ხელი შეუწყოს მათ სწავლებასა და განვითარებას? როგორ აისახება ეს დასაქმებულების პროდუქტიულობასა და კორპორაციულ კულტურაზე? ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში დამოუკიდებელი HR კონსულტანტი ეკა ნოზაძე საუბრობს სწავლის მნიშვნელობაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ცვლილებების შიშის გადალახვაზე, ასევე მოქმედებს თუ არა ასაკობრივი ბარიერი დასაქმებაზე და რატომ მოიაზრებიან 45 წლის ზემოთ ადამიანები საუკეთესო თანამშრომლებად.

#კარიერა #განათლება #ეკანოზაძერატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიამ იზრუნოს თანამშრომლების განვითარებაზე, ხელი შ....

31/01/2026
https://www.youtube.com/watch?v=egDbOd2fSdQ&t=34s #პიროვნულიგანვითარება  #განათლება  #ნუგზარძიძიგური როდემდე ინარჩუნებს ...
28/01/2026

https://www.youtube.com/watch?v=egDbOd2fSdQ&t=34s #პიროვნულიგანვითარება #განათლება #ნუგზარძიძიგური



როდემდე ინარჩუნებს ტვინი სწავლის უნარს? რა ხდება, როცა ახალს ვსწავლობთ? ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში პიროვნული განვითარების სპეციალისტი ნუგზარ ძიძიგური საუბრობს, თუ როგორ მოქმედებს უწყვეტი სწავლა ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და თვითრეალიზაციის შეგრძნებაზე, როგორ ვისწავლოთ სწორად და როგორ შევუწყოთ ბავშვს ხელი სწავლის უნარის ფორმირებაში ადრეული ასაკიდან.

#პიროვნულიგანვითარება #განათლება #ნუგზარძიძიგურიროდემდე ინარჩუნებს ტვინი სწავლის უნარს? რა ხდება, როცა ახალს ვ.....

https://youtu.be/2SvirNYy7qM?si=GnwtkZSaaTjTKsGy #მაია ასათიანი  #პიროვნულიგანვითარება  #ტრანსფორმაცია როგორ ვითარდებოდა...
26/01/2026

https://youtu.be/2SvirNYy7qM?si=GnwtkZSaaTjTKsGy #მაია ასათიანი #პიროვნულიგანვითარება #ტრანსფორმაცია



როგორ ვითარდებოდა მაია ასათიანის პროფესიული გზა ტელერეპორტიორიდან ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო გადაცემამდე და საკუთარი ბრენდის შექმნამდე? როგორ შეძლო ცხოვრების რამდენჯერმე თავიდან დაწყება მაშინ, როცა ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა?



ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში მაია ასათიანი განიხილავს უწყვეტი სწავლების მნიშვნელობას, შეცდომებზე სწავლის პროცესს და იმ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ბევრ ზრდასრულს აწუხებს - ოდესმე არის გვიან?

#მაიაასათიანი #პიროვნულიგანვითარება #ტრანსფორმაციაროგორ ვითარდებოდა მაია ასათიანის პროფესიული გზა ტელერეპორ....

https://youtu.be/-Fk7SgrW9mU?si=9ev7RVMimoN-yxc5 #ფოტოგრაფია  #განათლება  #დათოქორიძე ფოტოგრაფია როგორც უწყვეტი სწავლა, ...
22/01/2026

https://youtu.be/-Fk7SgrW9mU?si=9ev7RVMimoN-yxc5 #ფოტოგრაფია #განათლება #დათოქორიძე



ფოტოგრაფია როგორც უწყვეტი სწავლა, თვითშემეცნება და სამყაროს შეცნობის განსხვავებული გზა. ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში ფოტოგრაფი დათო ქორიძე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ფოტოგრაფიაში - პირველი ნაბიჯებიდან პროფესიულ განვითარებამდე. საუბრობს იმ უნარებზე, რომელთა ჩამოყალიბებაში ადამიანს ფოტოგრაფია ეხმარება და განმარტავს, როგორ ყალიბდება პროფესიონალი პრაქტიკითა და მუდმივი ძიებით. ასევე შესაძლებელია თუ არა სხვა სფეროდან ფოტოგრაფიის მიმართულებით პროფესიული განვითარება.

#ფოტოგრაფია #განათლება #დათოქორიძეფოტოგრაფია როგორც უწყვეტი სწავლა, თვითშემეცნება და სამყაროს შეცნობის განსხვ....

📣 ცხადდება კონკურსი სათემო ინიციატივების შესარჩევად!  გაქვს იდეა, რომელიც შენს თემს გააძლიერებს? ახლა დროა იმოქმედო!📣პრო...
21/01/2026

📣 ცხადდება კონკურსი სათემო ინიციატივების შესარჩევად! გაქვს იდეა, რომელიც შენს თემს გააძლიერებს? ახლა დროა იმოქმედო!
📣პროექტის „დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ცხადდება კონკურსი, სათემო ინიციატივების შესარჩევად, რომლებიც განხორციელდება თემის წევრების მიერ.

🔹 ვისთვისაა კონკურსი?
✔️ სრულწლოვანი პირებისთვის - ინდივიდუალურად
✔️ საინიციატივო ჯგუფებისთვის (16+), სრულწლოვანი ლიდერის მონაწილეობით
✔️ საინიციატივო ჯგუფის/პირის ფორმალური რეგისტრაცია საჭირო არ არის
✔️ პრიორიტეტი მიენიჭება „დემოკრატიის ხმების“ პროექტის ბენეფიციარებს
🔹 დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებები:
📚 საგანმანათლებლო ინიციატივები (მედიაწიგნიერება, კრიტიკული აზროვნება, სამოქალაქო განათლება)
📢 ცნობიერების ამაღლება (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, დემოკრატიული პროცესები)
🤝 სამოქალაქო ჩართულობა და თემის პრობლემების მოგვარება
📍 ინიციატივების განხორციელების ლოკაციები:
ქედა, ჯვარი, სენაკი, ჩოხატაური, ხონი, ხარაგაული, ამბროლაური, ახალციხე, ახალქალაქი, წეროვანი, კასპი, ლელიანი, კოდა, მარნეული, ბოლნისი
💰 დაფინანსება:
✔️ შეირჩევა 15 ინიციატივა
✔️ თითოეული ინიციატივის მაქსიმალური ბიუჯეტი – 2577 ლარი
✔️ მონაწილეები მიიღებენ მენტორულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას
🗓 ვადები:
📌 განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 16 თებერვალი
📌 ინიციატივის ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 2 თვე
📌 განხორციელება შესაძლებელია 2026 წლის 20 ივნისამდე
📨 როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი?
გადადით მოცემულ ბმულზე - https://drive.google.com/drive/folders/1AdyjSv-PyHU-U9638wccqFl5pNROKQXu?usp=drive_link გაეცანით დეტალურ ინფორმაციას, ჩამოტვირთეთ და შეავსეთ მოკლე განაცხადის ფორმა. შევსებული განაცხადი გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: 📧 [email protected]
📌 Subject: საინიციატივო განაცხადი

 #კინო  #განათლება  #თეოხატიაშვილი  https://youtu.be/oUhAOK6xisg?si=PRhMQ7tAMEF6ltb4როგორ შეუძლია კინოს იქცეს შემეცნების...
20/01/2026

#კინო #განათლება #თეოხატიაშვილი
https://youtu.be/oUhAOK6xisg?si=PRhMQ7tAMEF6ltb4
როგორ შეუძლია კინოს იქცეს შემეცნების წყაროდ და დაგვეხმაროს თვალსაწიერის გაფართოებაში? ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში კინომცოდნე თეო ხატიაშვილი საუბრობს კინოს გავლენაზე ჩვენს აზროვნებასა და ემოციებზე. ის განიხილავს კინოს საგანმანათლებლო როლს და განმარტავს, როგორ შეიძლება კინოჩვენების კულტურამ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში. ასევე გვიზიარებს რეჟისორებისა და ფილმების რეკომენდაციებს, რომლებიც გვასწავლის ფიქრსა და დაკვირვებას

#კინო #განათლება #თეოხატიაშვილიროგორ შეუძლია კინოს იქცეს შემეცნების წყაროდ და დაგვეხმაროს თვალსაწიერის გაფართ....

18/01/2026

https://youtu.be/fkygbB109WU?si=HxNEoGwETCI8HmnP
#ცოდნისკაფე #განათლება #ნანაბაგალიშვილი



საიდან გაჩნდა "ცოდნის კაფეს" შექმნის იდეა? სივრცის, რომელმაც წნორში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში "ცოდნის კაფეს" დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი საუბრობს არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე რეგიონებში და იმ რეალურ ცვლილებებზე, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე აისახება.

https://youtu.be/sFf-pGIr7yU?si=VF9p0zgn3hGukO1Q #თინათინრუხაძე    #მოტივაციარას ნიშნავს გლობალური ბიზნესის შექმნა ნულიდ...
15/01/2026

https://youtu.be/sFf-pGIr7yU?si=VF9p0zgn3hGukO1Q #თინათინრუხაძე #მოტივაცია

რას ნიშნავს გლობალური ბიზნესის შექმნა ნულიდან? როგორ დავძლიოთ შიში, შევცვალოთ ფოკუსი და ავირჩიოთ ახალი გზა? ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თინათინ რუხაძე გვიზიარებს მუდმივი განვითარების საკუთარ გამოცდილებას, განმარტავს, რატომ არ არის სწავლა 40 წლის შემდეგაც გვიანი და როგორ მოქმედებს ორგანიზაციაში უწყვეტი განვითარების პრაქტიკა როგორც თანამშრომლის პირად ზრდაზე, ისე კომპანიის საერთო წარმატებაზე.

#თინათინრუხაძე #მოტივაცია რას ნიშნავს გლობალური ბიზნესის შექმნა ნულიდან? როგორ დავძლიოთ შიში, შევცვალოთ ფოკ...

📣 კონკურსი: „ბრძოლა დეზინფორმაციისა და მითების წინააღმდეგ“დღეს სამყაროში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და ხშირად ძნე...
12/01/2026

📣 კონკურსი: „ბრძოლა დეზინფორმაციისა და მითების წინააღმდეგ“

დღეს სამყაროში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და ხშირად ძნელია გაარჩიო რა არის მართალი და რა - არა.
თუ გაქვს იდეა, როგორ ავიცილოთ თავიდან დეზინფორმაცია და ვებრძოლოთ გავრცელებულ მითებს, მაშინ, ეს კონკურსი შენთვისაა!

👉 DVV International პროექტის „დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს საუკეთესო ვიდეოებისა და პოსტერების შესარჩევად

✅ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
• ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარები
• ასაკი: 16+

✅ რა თემაზე უნდა იყოს ნამუშევარი?
• მედია წიგნიერება
• დეზინფორმაცია
• გავრცელებული მითები და მათი გავლენა საზოგადოებაზე
• ფაქტების გადამოწმების მნიშვნელობა
• ციფრული უსაფრთხოება

✅ რას ველოდებით თქვენგან?
• მოკლე ვიდეო (1-3 წუთი) 🎥
• ან პოსტერი/ილუსტრაცია/ნახატი 🎨

🎁კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 8 გამარჯვებული,რომლებიც მიიღებენ მეგატექნიკის 400 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს! 🏆🎉

📅 ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა: 10 თებერვალი, 2026 წელი
• ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected] (ნამუშევრები გამოაგზავნეთ ორივე ელ-ფოსტაზე)
• წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი და რომელ ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრს წარმოადგენთ

📌 პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ახორციელებს DVV International საქართველოს ოფისი.

🏅 გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული ჟიური

გამოიყენე შანსი და შენი ნაშრომით დაეხმარე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას - დაე, შენი კრეატიული მიდგომა გახდეს შთამაგონებელი მაგალითი სხვებისთვის! 🌍✨

#დემოკრატიისხმები #მედიაწიგნიერება #დეზინფორმაცია

Address

Georgia, Tsalenjikha, Chichinadze Str. 5a/საქართველო, წალენჯიხა, ჯვარი, ჭიჭინაძის 5 ა
Jvari
5200

Opening Hours

Monday 11:00 - 17:00
Tuesday 11:00 - 17:00
Wednesday 11:00 - 17:00
Thursday 11:00 - 17:00
Friday 11:00 - 17:00

Telephone

592 50 14 90

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Jvari CEC - ჯვარის სათემო განათლების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Jvari CEC - ჯვარის სათემო განათლების ცენტრი:

Share