Medway • მედვეი

Medway • მედვეი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Medway • მედვეი, Medical Equipment Supplier, Dzmebi Zubalashvili Street, 1, Tbilisi.

მსოფლიო დონის სამედიცინო ექსპერტიზა და ჰემოსტაზის დიაგნოსტიკის უახლესი სტანდარტები -  საქართველოში! 🔬✨9 ივნისს, ანტიფოსფ...
21/05/2026

მსოფლიო დონის სამედიცინო ექსპერტიზა და ჰემოსტაზის დიაგნოსტიკის უახლესი სტანდარტები - საქართველოში! 🔬✨

9 ივნისს, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) მსოფლიო დღეს, გეპატიჟებით სპეციალიზებულ ვებინარზე, რომელიც ჰემოსტაზის დიაგნოსტიკაში არსებულ უახლეს მიდგომებს მიეძღვნება.
სპიკერი: სარა სამპიეტრო (Sara Sampietro, PhD) - ჰემოსტაზის პროდუქტების მენეჯერი, EEMEA.

🎯 რას განვიხილავთ ვებინარზე?
• ფაქტორების აქტივობის ტესტირება: როგორ დავადგინოთ ჰემოფილია A, B და სხვა მემკვიდრეობითი დარღვევები სწორად? კლინიკური შემთხვევების ანალიზი ბავშვებიდან მოზრდილებამდე.
• ლუპუს ანტიკოაგულანტის დიაგნოსტიკა: როგორ უზრუნველყოფს ACL TOP სისტემა ISTH-ის სახელმძღვანელოებით რეკომენდებულ სრულ „სკრინინგი-შერევა-დადასტურების“ სამუშაო პროცესს (dRVVT და SCT მეთოდებით).
• ინტეგრირებული მიდგომა: როგორ ავსებს AcuStar პლატფორმა ACL TOP-ს, რათა ერთ სამუშაო სივრცეში მოიცვას APS-ის სამივე ლაბორატორიული კრიტერიუმი (aCL და aβ₂GPI ანტისხეულები).

📅 თარიღი: სამშაბათი, 9 ივნისი, 2026 წელი
🕐 დრო: 13:00 საათი
📍 პლატფორმა: Microsoft Teams

გაიღრმავეთ ცოდნა და აქციეთ მოწინავე კოაგულაციური ტესტირება თქვენი ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილად.

🔗 შემოგვიერთდით შეხვედრის ბმულზე:
https://teams.microsoft.com/meet/324892801039903?p=dw474W2kyPfYAMxvki

❤️ 17 მაისი - ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღეჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირად უსიმპტომ...
17/05/2026

❤️ 17 მაისი - ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე

ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება და ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებების რისკს.

მისი კონტროლი მხოლოდ არტერიული წნევის გაზომვას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისეთი ლაბორატორიული კვლევებიც, როგორიცაა:
• ქოლესტერინი
• ლიპიდური პროფილი
• კრეატინინი
• თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები

აღნიშნული კვლევები ექიმებს ეხმარება გულ-სისხლძარღვთა რისკების შეფასებასა და პრევენციაში.

🔬 კომპანია Medway, Beckman Coulter - თან თანამშრომლობით ლაბორატორიებს სთავაზობს ისეთ თანამედროვე გადაწყვეტილებებს, როგორიცაა DxC 500 AU Chemistry Analyzer. იგი უზრუნველყოფს სწრაფ, ზუსტ და სანდო შედეგებს, რაც თანამედროვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან დროული დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

⚡ DxC 500 AU Chemistry Analyzer გამოირჩევა:
• მაღალი წარმადობით - სისტემა ასრულებს საათში 800 - მდე ფოტომეტრულ ტესტს, რაც ლაბორატორიას დიდი დატვირთვის პირობებშიც სწრაფი და უწყვეტი მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
• მოქნილი რეაგენტების მართვით - 76 - მდე პოზიცია და სხვადასხვა მოცულობის რეაგენტები.
• სისტემა სხვადასხვა ტიპისა და ზომის სინჯების ერთდროულად ჩატვირთვის შესაძლებლობას იძლევა, რაც ამცირებს დამატებით პროცესებს და აჩქარებს მუშაობას.
• სტაბილური და სანდო შედეგებით.

💙 ზუსტი შედეგი იწყება სანდრო პარტნიორით!

📊 15 მაისი - კლინიკური კვლევების საერთაშორისო დღე🧪 სანდო დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში იწყება არა მხოლოდ ტექნოლოგიი...
15/05/2026

📊 15 მაისი - კლინიკური კვლევების საერთაშორისო დღე

🧪 სანდო დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში იწყება არა მხოლოდ ტექნოლოგიით, არამედ ხარისხის მუდმივი და სისტემური კონტროლით. სწორედ ამ პრინციპზე დგას ლაბორატორიული მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - გარე ხარისხის შეფასება.

🔬 External Quality Assurance Services (EQAS) წარმოადგენს საერთაშორისო პროგრამებს, რომლებიც ლაბორატორიულ შედეგებს დამოუკიდებლად აფასებს და უზრუნველყოფს მათი სიზუსტისა და სანდოობის ობიექტურ შემოწმებას.

📌 შედეგების სიზუსტის შეფასება
EQAS-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ლაბორატორიის მიერ მიღებული შედეგების შემოწმება სტანდარტულ საკონტროლო ნიმუშებზე.
ეს პროცესი აჩვენებს, რამდენად სწორად მიმდინარეობს ანალიტიკური პროცედურები ყოველდღიურ პრაქტიკაში და ამცირებს სისტემური შეცდომების რისკს.

📊 მონაცემების შედარება სხვა ლაბორატორიებთან
პროგრამა უზრუნველყოფს შედეგების შედარებას იმავე მეთოდოლოგიითა და აპარატურით მომუშავე სხვა ლაბორატორიებთან.
ეს კომპონენტი საშუალებას იძლევა ობიექტურად შეფასდეს ლაბორატორიის პოზიცია საერთაშორისო ანალიტიკურ სტანდარტებთან მიმართებაში და გამოიკვეთოს გაუმჯობესების საჭირო მიმართულებები.

🧬 პაციენტის შედეგების სანდოობის გაზრდა
EQAS -ის გამოყენება პირდაპირ უკავშირდება პაციენტის უსაფრთხოებას.
როდესაც ლაბორატორია მუდმივად გადის გარე ხარისხის კონტროლს, მცირდება ცდომილების ალბათობა და იზრდება ექიმის მიერ მიღებული კლინიკური გადაწყვეტილებების სიზუსტე.

🏥 Bio-Rad-ის როლი ხარისხის კონტროლში
Bio-Rad Laboratories არის საერთაშორისო ლიდერი ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ხარისხის კონტროლის მიმართულებით. მისი EQAS პროგრამები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ეფუძნება სტანდარტიზებულ, რეპროდუქციულ და მაღალ სიზუსტეზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიას.

ეს მიდგომა ლაბორატორიებს აძლევს არა მხოლოდ კონტროლის, არამედ განვითარების ინსტრუმენტსაც - რაც პირდაპირ აისახება დიაგნოსტიკის ხარისხზე.

💙 ზუსტი შედეგი იწყება სანდო პარტნიორით!

🩺 12 მაისი - მედდების საერთაშორისო დღელაბორატორიის და მედპერსონალის როლი დიაგნოსტიკაში - „სწორი ანალიზი იწყება სწორად აღ...
12/05/2026

🩺 12 მაისი - მედდების საერთაშორისო დღე

ლაბორატორიის და მედპერსონალის როლი დიაგნოსტიკაში - „სწორი ანალიზი იწყება სწორად აღებული ნიმუშით“.
სამედიცინო დიაგნოსტიკის ხარისხი არ იწყება ლაბორატორიაში - ის იწყება სისხლის სწორად აღებითა და სტანდარტების დაცვით. სწორედ ამ პროცესს ეწოდება პრეანალიტიკური ფაზა, რომელიც განსაზღვრავს საბოლოო ლაბორატორიული შედეგის სიზუსტესა და კლინიკურ სანდოობას.

🧪 BD - პრეანალიტიკური ხარისხის გლობალური სტანდარტი
Becton Dickinson (BD) არის აშშ-ში დაფუძნებული, მსოფლიოში ერთ - ერთი წამყვანი სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანია, რომელსაც 100 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის ინოვაციებში.
დღეს BD Vacutainer® სისხლის აღების სისტემა გლობალურად ითვლება ოქროს სტანდარტად პრეანალიტიკურ პროცესებში, რადგან ის შექმნილია მაქსიმალური სიზუსტის, უსაფრთხოებისა და სტანდარტიზაციისთვის.

⭐ BD Vacutainer - რატომ ენდობა მას მსოფლიო?
BD - ის ვაკუუმური სისტემა უზრუნველყოფს:
• სტანდარტიზებულ და ზუსტ ნიმუშის აღებას
• კონტამინაციის (დაბინძურების) რისკის მინიმიზაციას დახურული სისტემის წყალობით
• ნიმუშის ბიოქიმიური სტაბილურობის შენარჩუნებას
• ჰემოლიზის და წინასწარი ანალიტიკური შეცდომების შემცირებას
• პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის მაქსიმალურ უსაფრთხოებას
ეს არის სისტემა, რომელიც პირდაპირ ამცირებს დიაგნოსტიკურ შეცდომებს და ზრდის ლაბორატორიული შედეგების სანდოობას.

👩‍⚕️ პროფესიონალიზმი, რომელიც მედპერსონალსა და BD-ს აერთიანებს მედდებისა და ლაბორატორიული სპეციალისტების პროფესიონალიზმი, BD-ის სტანდარტიზებულ სისტემებთან ერთად, ქმნის დიაგნოსტიკის ერთიან, სანდო პროცესს - სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ BD-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის კომპანია Medway, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი სამედიცინო გადაწყვეტილებებისა და თანამედროვე დიაგნოსტიკური სისტემების მიწოდებას ქვეყანაში.

მადლობას ვუხდით ყველა მედდას - თქვენი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ზრუნვა ყოველდღიურად ქმნის უსაფრთხო და სანდო ჯანდაცვის სისტემას.

გილოცავთ მედდების საერთაშორისო დღეს! 👩‍⚕️💐

შენი ჯანმრთელობა არის შენი პასუხისმგებლობა 🤝​​როცა უკეთ იცნობ საკუთარ ორგანიზმს,​ შეგიძლია უფრო სწორად აღწერო სიმპტომები...
01/05/2026

შენი ჯანმრთელობა არის შენი პასუხისმგებლობა 🤝​

​როცა უკეთ იცნობ საკუთარ ორგანიზმს,​ შეგიძლია უფრო სწორად აღწერო სიმპტომები, დასვა სწორი კითხვები და დაეხმარო ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში.​

​🧬 სისხლის საერთო ანალიზი - ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი „ენაა“, რომლითაც შენი სხეული გესაუბრება ​

​ჰემოგლობინი, ერითროციტები, ლეიკოციტები - ეს მაჩვენებლები ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ციფრები.​
ამ პოსტში მარტივად აგიხსნი მათ მნიშვნელობას.​

​📌 შეინახე - შემდეგში, როცა ანალიზის პასუხს აიღებ, უკვე უკეთ გაიგებ რას გეუბნება შენი ორგანიზმი.

📍 ისრაელი - საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკა ჰელსიკორში წარმატებითდაინსტალირდა კოაგულაციის აპარატი.​​🔬 აღნიშნული ტ...
24/04/2026

📍 ისრაელი - საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკა ჰელსიკორში წარმატებით
დაინსტალირდა კოაგულაციის აპარატი.​

​🔬 აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს
სისხლის შედედების სისტემის მაღალი სიზუსტითა
და სანდოობით კვლევას, რაც მნიშვნელოვნად
აუმჯობესებს დიაგნოსტიკის ხარისხსა და
კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების
პროცესს.​

ჩვენ ვაგრძელებთ თანამედროვე ლაბორატორიული გადაწყვეტილებების დანერგვას, პაციენტებზე ზრუნვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.​

🤝 მადლობა Healthycore • ჰელსიკორი - ს ნდობისთვის!

18/04/2026

🧪 ლაბორატორიის კვირეული

ყოველი ზუსტი დიაგნოზის უკან დგას უხილავი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პროცესი.

ლაბორატორია - ადგილი, სადაც იწყება სწორი გადაწყვეტილება.
ლაბორატორია არ არის მხოლოდ ანალიზების ჩატარება - ეს არის პროცესების ჯაჭვი, რომელიც მოიცავს:
✔ ნიმუშის სწორად აღებასა და შენახვას
✔ მაღალტექნოლოგიური ანალიზატორებით დამუშავებას
✔ შედეგების ზუსტ ინტერპრეტაციას

🔬 სწორედ ეს სიზუსტე განსაზღვრავს მკურნალობის სწორ მიმართულებასა და პაციენტის უსაფრთხოებას.

👩‍🔬 ლაბორატორიის კვირეული არის შესაძლებლობა, დავაფასოთ ის პროფესიონალები, რომლებიც ხშირად კადრს მიღმა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობით მუშაობენ.

💙 ზუსტი შედეგი იწყება სანდო პარტნიორით!

📢 ონლაინ ვებინარი | 21 აპრილი ​თანამედროვე ლაბორატორიული პრაქტიკა მოითხოვს მაქსიმალურ სიზუსტეს, სანდოობას და ეფექტურობას...
16/04/2026

📢 ონლაინ ვებინარი | 21 აპრილი ​

თანამედროვე ლაბორატორიული პრაქტიკა მოითხოვს მაქსიმალურ სიზუსტეს, სანდოობას და ეფექტურობას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Beckman Coulter - ის ვებინარი, რომელიც დაეთმობა იმუნოანალიზის ანალიტიკური ხარისხის გაუმჯობესებას 6 სიგმას მეთოდოლოგიის გამოყენებით.​

🗓 თარიღი: 21 აპრილი ​
⏰ დრო: 12:00 საათი ​

📌 რას გაიგებთ ვებინარზე:​

✔ როგორ გამოიყენოთ სიგმას მაჩვენებლები ანალიტიკური სისტემების სანდოობის ობიექტურად შესაფასებლად​
✔ როგორ შეარჩიოთ ვესტგარდის ოპტიმალური წესები და თავიდან აიცილოთ ზედმეტი კონტროლი​
✔ როგორ გადახვიდეთ ფორმალური ხარისხის კონტროლიდან ანალიტიკური რისკების მართვაზე​

👨 სპიკერი: ​
ელენა გვოზდიკი - წამყვანი ექსპერტი იმუნოქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით​

👉 რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს : ​
https://my.mts-link.ru/j/140267225/17939580713

🔬 სიახლე ლაბორატორიაში!კომპანია Medway-ის მიერ წარმატებით განხორციელდა ACL TOP 350 კოაგულაციის ანალიზატორის ინსტალაცია ლ...
14/04/2026

🔬 სიახლე ლაბორატორიაში!

კომპანია Medway-ის მიერ წარმატებით განხორციელდა ACL TOP 350 კოაგულაციის ანალიზატორის ინსტალაცია ლაბორატორია MyLab-ში.

აღნიშნული სისტემა წარმოადგენს თანამედროვე, სრულად ავტომატიზებულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს:
✔ კოაგულაციის ტესტების სწრაფ და ზუსტ შესრულებას
✔ მაღალი გამტარუნარიანობას და ოპტიმიზებულ სამუშაო პროცესს
✔ შედეგების სტაბილურობასა და სანდოობას

🔹 ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის სინთეზით, ACL TOP 350 მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლაბორატორიული კვლევების ეფექტურობას და სიზუსტეს.

🤝 მადლობა მაილაბი • MyLab - ს ნდობისთვის!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ❤️🙏🏻
11/04/2026

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ❤️🙏🏻

საერთაშორისო გამოცდილება ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის📍 კონფერენცია ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნ...
09/04/2026

საერთაშორისო გამოცდილება ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის

📍 კონფერენცია ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც გაერთიანდნენ ლაბორატორიული მედიცინის სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

🔬 ღონისძიება მიეძღვნა ლაბორატორიული მედიცინის სწავლების თანამედროვე ტენდენციებსა და მის როლს კლინიკურ პრაქტიკაში - განხილული იყო ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და დიაგნოსტიკის ახალი მიდგომები.

🏢 კონფერენციაზე Medway - მ წარადგინა პარტნიორი ბრენდების თანამედროვე ლაბორატორიული გადაწყვეტილებები, მათ შორის Beckman Coulter-ისა და Instrumentation Laboratory (Werfen) - ის პროდუქცია, რომლებიც უზრუნველყოფენ ზუსტ და ეფექტურ დიაგნოსტიკას.

Address

Dzmebi Zubalashvili Street, 1
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medway • მედვეი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share