04/09/2026
🧱 ხელნაკეთი თუ დაპრესილი აგურის ფილა?
არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, როგორი ხასიათი და ესთეტიკა გსურთ, შესძინოთ თქვენს სივრცეს.
▫️ ხელნაკეთი აგურის ფილა - ავთენტიკურობა, ხასიათი და უნიკალურობა.
ხელნაკეთი აგური 100%-ით ხელით მზადდება - თითოეული ფილა ოსტატის ხელით, ინდივიდუალურად იქმნება, ამიტომ ორი სრულიად იდენტური დეტალი პრაქტიკულად არ არსებობს. ზედაპირის, ფორმისა და ფერის ბუნებრივი განსხვავებები კედელს განსაკუთრებულ ფაქტურასა და გამორჩეულ ხასიათს სძენს.
▪️ დაპრესილი აგურის ფილა - მეტი თავისუფლება თანამედროვე დიზაინისთვის.
მისი ზუსტი ფორმა და სტრუქტურა სხვადასხვა კომპოზიციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ზომის, ფერის, წყობის, მიმართულებისა და ნაკერის კომბინაციით შესაძლებელია როგორც კლასიკური აგურის იერსახის, ისე მინიმალისტური, გეომეტრიული თუ ინდივიდუალური დიზაინის შექმნა.
✨ ხელნაკეთი აგური ბუნებრივი ხასიათითა და ავთენტიკურობით გამოირჩევა, დაპრესილი კი თანამედროვე დიზაინისთვის მეტ თავისუფლებას გვთავაზობს.
🤎 ერთი ბუნებრივი მასალა - ორი განსხვავებული ხასიათი და უამრავი შესაძლებლობა.
📩 დეტალებისა და შეკვეთისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან გვეწვიეთ:
📍 დიდუბე, წერეთლის გამზირი #142 („გორგიას“ეზოში)
📍 ლილო, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ჩიხი #2