Roi B Group • როი ბ ჯგუფი

  • Home
  • Roi B Group • როი ბ ჯგუფი
Call Directions Website Contact the business

Roi B Group • როი ბ ჯგუფი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Roi B Group • როი ბ ჯგუფი, Engineering service, Farnavaz Mefe Street N 155, .

25/09/2026

🏗️ წარმოგიდგენთ ქ. ბათუმში, დეველოპერული კომპანიის დაკვეთით, საპროექტო-სამშენებლო კომპანია ROI B GROUP-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს — 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის რკინა-ბეტონის მონოლითური კონსტრუქციის მოწყობას.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ხარისხიან და პროფესიონალურ შესრულებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სტანდარტების დაცვით.

შემსრულებელი: შპს როი ბ ჯგუფი
📞 ტელ.: 579 01 30 01 | მშენებლობა
📞 ტელ.: 555 73 55 55 | არქიტექტურა
📍 ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №155
🕘 სამუშაო საათები: 10:00–18:00 (კვირის გარდა)

Contractor: LLC “Roi B Group”
📞 Tel.: +995 579 01 30 01 | Construction
📞 Tel.: +995 555 73 55 55 | Architecture
📍 Office address: Batumi, Parnavaz Mepe St. No. 155
🕘 Working hours: 10:00–18:00 (except Sunday)

👉წარმოგიდგენთ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის თანამედროვე არქიტექტურულ პროექტს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში.საპრო...
04/08/2026

👉წარმოგიდგენთ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის თანამედროვე არქიტექტურულ პროექტს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში.

საპროექტო სამუშაოები შესრულებულია შ.პ.ს. „როი ბ ჯგუფის“ მიერ.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული გადაწყვეტა ეფუძნება თანამედროვე მინიმალისტური არქიტექტურის პრინციპებს, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებულია სუფთა გეომეტრიულ ფორმებზე, ჰორიზონტალურ ხაზებსა და მაღალი ხარისხის ფასადის მასალების ჰარმონიულ შეხამებაზე.

მთავარი არქიტექტორი: დ. ართმელაძე
არქიტექტორი: ა. პაპიძე
3D ვიზუალიზაცია: ა. პაპიძე

შემსრულებელი: შპს როი ბ ჯგუფი
📞 ტელ.: 579 01 30 01 | მშენებლობა
📞 ტელ.: 555 73 55 55 | არქიტექტურა
📍 ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №155
🕘 სამუშაო საათები: 10:00–18:00 (კვირის გარდა)

Contractor: LLC “Roi B Group”
📞 Tel.: +995 579 01 30 01 | Construction
📞 Tel.: +995 555 73 55 55 | Architecture
📍 Office address: Batumi, Parnavaz Mepe St. No. 155
🕘 Working hours: 10:00–18:00 (except Sunday)

👉 წარმოგიდგენთ ორი იდენტური საცხოვრებელი ვილის თანამედროვე არქიტექტურულ პროექტს, რომელიც მდებარეობს მახინჯაურში — ზღვისა...
29/04/2026

👉 წარმოგიდგენთ ორი იდენტური საცხოვრებელი ვილის თანამედროვე არქიტექტურულ პროექტს, რომელიც მდებარეობს მახინჯაურში — ზღვისა და მთების შთამბეჭდავი, უნიკალური ხედების ფონზე. პროექტის საპროექტო სამუშაოები განხორციელებულია კომპანია „როი ბ ჯგუფის“ მიერ.

საპროექტო მიწის ნაკვეთი გამოირჩევა რთული, რელიეფური გეომეტრიით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არქიტექტურულ გადაწყვეტებზე. სწორედ რელიეფის თავისებურებების გათვალისწინებით, საპროექტო გუნდმა ვილები მაქსიმალურად ჰარმონიულად მოარგო არსებულ გარემოს, რაც უზრუნველყოფს როგორც ფუნქციურობას, ისე ვიზუალურ მთლიანობას ბუნებრივ ლანდშაფტთან.

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია ორი დამოუკიდებელი საზაფხულო სივრცე, რომლებიც განკუთვნილია როგორც ოჯახის წევრების, ისე სტუმრების დასვენებისთვის. აღნიშნული სივრცეები იდეალურადაა ორიენტირებული, რათა სრულად იქნეს ათვისებული ზღვის პანორამული ხედები და გარემოს სიმშვიდე.

თითოეული ვილის საერთო ფართობი დაახლოებით 450 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ნაკვეთის რთული რელიეფიდან გამომდინარე და მასიური საყრდენი კედლების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, არქიტექტურულმა გუნდმა მიიღო ინოვაციური გადაწყვეტილება — ეზოს ფუნქციის გადატანა ვილების სახურავზე. აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია როგორც რეკრეაციული ზონა, ისე ავტოფარეხი, რაც ეფექტურად იყენებს ტერიტორიას და ამავდროულად ინარჩუნებს ლანდშაფტის ბუნებრივ ხასიათს.

ვილები აღჭურვილია აუზებით, რომლებიც ასევე ინტეგრირებულია რელიეფთან და ქმნის ერთიან, ორგანულ სივრცეს გარემოსთან.

პროექტის მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო რეკრეაციული სივრცეები და ბუნებრივი გარემო, რაც მიღწეულია არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტილებების სინთეზით.

ფასადის გადაწყვეტა შესრულებულია ბეტონის ტექსტურით, რაც პროექტს თანამედროვე და მინიმალისტურ იერს ანიჭებს, ხოლო ღიობები შევსებულია შავი ანოდირებული ვიტრაჟებით, რაც ხაზს უსვამს ფორმების სისუფთავესა და ესთეტიკას.

შემსრულებელი: შპს როი ბ ჯგუფი
📞 ტელ.: 579 01 30 01 | მშენებლობა
📞 ტელ.: 555 73 55 55 | არქიტექტურა
📍 ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №155
🕘 სამუშაო საათები: 10:00–18:00 (კვირის გარდა)

Contractor: LLC “Roi B Group”
📞 Tel.: +995 579 01 30 01 | Construction
📞 Tel.: +995 555 73 55 55 | Architecture
📍 Office address: Batumi, Parnavaz Mepe St. No. 155
🕘 Working hours: 10:00–18:00 (except Sunday)

👉 წარმოგიდგენთ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს, რომელიც განთავსებულია მახინჯაურის დასახლებაში, უნიკალურ ბუნებრივ გარე...
24/03/2026

👉 წარმოგიდგენთ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს, რომელიც განთავსებულია მახინჯაურის დასახლებაში, უნიკალურ ბუნებრივ გარემოში, სადაც ჰარმონიულად ერთიანდება ზღვისა და მთის ხედები. ტერიტორია წარმოადგენს რელიეფურ მიწის ნაკვეთს, რაც პროექტს ანიჭებს განსაკუთრებულ არქიტექტურულ იერსახეს და უზრუნველყოფს პანორამული ხედების მაქსიმალურ გამოყენებას. პროექტი სრულად არის მორგებული არსებულ რელიეფს, რაც განაპირობებს მის ორგანულ ინტეგრაციას გარემოსთან.

კომპლექსი შედგება ხუთი ბლოკისგან, მათ შორის ძირითადი შენობა განლაგებულია დაახლოებით ცენტრში. აღნიშნული შენობა გამოირჩევა იმით, რომ პრაქტიკულად ყველა ფანჯრიდან და აივნიდან იშლება ზღვისა და ბათუმის უნიკალური, შთამბეჭდავი ხედები, რაც უზრუნველყოფს განსაკუთრებულ საცხოვრებელ და ვიზუალურ კომფორტს.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია დამატებით ორი საცხოვრებელი ბლოკი, რომლებიც ასევე გამოირჩევა პანორამული ხედებით . კომპლექსის ინფრასტრუქტურაში შედის ცალკე მდგომი რესტორანი, რომელიც გათვლილია დაახლოებით 200 პერსონაზე და საიდანაც ასევე იშლება ფართო ხედები ზღვისა და ქალაქის მიმართულებით.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცალკე მდგომ სამედიცინო დანიშნულების შენობას — თირკმლის დიალიზის გამაჯანსაღებელ ცენტრს, რომელიც პაციენტებს მოემსახურება ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და ბუნებრივ გარემოში, რაც დამატებით დადებით გავლენას მოახდენს მათი რეაბილიტაციის პროცესზე.

კომპლექსი განთავსებულია გამწვანებულ ტერიტორიაზე, სადაც ბუნებრივი ლანდშაფტი და არქიტექტურა ერთმანეთთან ჰარმონიულ თანხვედრაშია. სივრცეში გაერთიანებულია მთისა და ზღვის უნიკალური ხედი, რაც პროექტს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.

დასვენებისთვის გათვალისწინებულია ღია აუზის ზონა, რომელიც მოიცავს დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრის ფართობის აუზს მოზრდილებისთვის და 60 კვადრატულ მეტრ საბავშვო აუზს. ასევე წარმოდგენილია ღია ტიპის ბარები, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და მრავალფეროვან დასვენების შესაძლებლობას.

კომპლექსის ყველა შენობა ერთმანეთთან დაკავშირებულია კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკებით, რაც უზრუნველყოფს სივრცის ფუნქციურ ერთიანობას, გადაადგილების სიმარტივეს და გარემოსთან ჰარმონიულ ინტეგრაციას.

პროექტირების პროცესში არქიტექტორთა გუნდმა გაითვალისწინა როგორც დამკვეთის კომერციული ინტერესები, ასევე გარემოს დაცვითი პრინციპები. მიუხედავად მასშტაბურობისა, მაქსიმალურად შენარჩუნებულია არსებული ბუნებრივი გარემო და ლანდშაფტი, რაც პროექტს კიდევ უფრო უნიკალურს და მდგრადს ხდის.

შემსრულებელი: შპს როი ბ ჯგუფი
📞 ტელ.: 579 01 30 01 | მშენებლობა
📞 ტელ.: 555 73 55 55 | არქიტექტურა
📍 ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №155
🕘 სამუშაო საათები: 10:00–18:00 (კვირის გარდა)

Contractor: LLC “Roi B Group”
📞 Tel.: +995 579 01 30 01 | Construction
📞 Tel.: +995 555 73 55 55 | Architecture
📍 Office address: Batumi, Parnavaz Mepe St. No. 155
🕘 Working hours: 10:00–18:00 (except Sunday)

👉 წარმოგიდგენთ თაუნჰაუსის ტიპის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის პროექტს. საცხოვრებელი თაუნჰაუს...
31/01/2026

👉 წარმოგიდგენთ თაუნჰაუსის ტიპის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის პროექტს. საცხოვრებელი თაუნჰაუსები მდებარეობს ქალაქ ქობულეთში. საპროექტო სამუშაოები უზრუნველყო საპროექტო სამშენებლო კომპანია ,, როი ბ ჯგუფმა“.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ ქობულეთში . არსებული მიწა მართკუთხა ფორმისაა , რამაც განაპირობა პროექტის სამომავლო იერსახე . შენობის ფასადზე გამოყენებულია მაღალი ხარისხის დეკორატიული სხვადასხვა ფერის პანელები, ხოლო ღიობების შევსება მოხდება მაღალი ხარისხის ანოდირებული ალუმინის ვიტრაჟებით. აბსოლუტურად ყველა სახლს გააჩნია თავისი წინა და უკანა ეზო. წინა ეზოში გამოყოფილია საპარკინგე სივრცე ხოლო უკანა ეზოს მხარეს გრილის ზონა. თითოეული სახლის ორივე სართულზე განთავსებულია დიდი მისაღები და სამზარეულო ოთახები ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია საძინებლები და მათთვის განკუთვნილი სველი წერტილები, ასევე აივნები. ნათლად ჩანს ფოტორენდერებში ასახული მასალების ხარისხი და მათი გამოყენების სწორი წესი , რაც საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ინტერიერის იერსახეს კიდევ უფრო ალამაზებს.

არქიტექტურული პროექტის ავტორი: დ.მსხალაძე

ინტერიერის დიზაინზე იმუშავა: ს.ჭელიძე , გ.ჩაკვეტაძე , მ. გიგინეიშვილი

შემსრულებელი: შპს როი ბ ჯგუფი
📞 ტელ.: 579 01 30 01 | მშენებლობა
📞 ტელ.: 555 73 55 55 | არქიტექტურა
📍 ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №155
🕘 სამუშაო საათები: 10:00–18:00 (კვირის გარდა)

Contractor: LLC “Roi B Group”
📞 Tel.: +995 579 01 30 01 | Construction
📞 Tel.: +995 555 73 55 55 | Architecture
📍 Office address: Batumi, Parnavaz Mepe St. No. 155
🕘 Working hours: 10:00–18:00 (except Sunday)

👉 წარმოგიდგენთ მრავალბიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურულ ესკიზს , რომელიც მდებარეობს კურორტ წყალტუბოში . ესკიზის მო...
25/12/2025

👉 წარმოგიდგენთ მრავალბიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურულ ესკიზს , რომელიც მდებარეობს კურორტ წყალტუბოში . ესკიზის მომზადების სამუშაოები უზრუნველყო საპროექტო სამშენებლო კომპანიამ ,, როი ბ ჯგუფმა ,,

საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს კურორტ წყალტუბოში . არქიტექტურული ესკიზის მიზანი იყო 8 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისაგან და მასზე მორგებული ინფრასტრუქტურის როგორიცაა საგზაო სისტემის, სკვერებისა და მოსასვენებლი სივრცეების , სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობებისთვის გამოყოფილი ადგილების , საერთო ჯამში მიკრო უბნის დაგეგმარების წინარე სტადია.

შემსრულებელი: შპს როი ბ ჯგუფი
📞 ტელ.: 579 01 30 01 | მშენებლობა
📞 ტელ.: 555 73 55 55 | არქიტექტურა
📍 ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №155
🕘 სამუშაო საათები: 10:00–18:00 (კვირის გარდა)

Contractor: LLC “Roi B Group”
📞 Tel.: +995 579 01 30 01 | Construction
📞 Tel.: +995 555 73 55 55 | Architecture
📍 Office address: Batumi, Parnavaz Mepe St. No. 155
🕘 Working hours: 10:00–18:00 (except Sunday)

👉 წარმოგიდგენთ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობს მახინჯაურში, ბოტანიკური ბაღის მახლობლად .  საპროექტ...
29/11/2025

👉 წარმოგიდგენთ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობს მახინჯაურში, ბოტანიკური ბაღის მახლობლად . საპროექტო სამუშაოების სერვისი უზრუნველყო საპროექტო სამშენებლო კომპანია ,,როი ბ ჯგუფმა“

საპროექტო ტერიტორია განლაგებულია არათანაბარი გეომეტრიის მქონე მიწის ნაკვეთში, სადაც გზის მხარესა და მთავარი ფასადის მიმართულებით ნაკვეთი თითქმის მართკუთხა ფორმით ხასიათდება, ხოლო უკანა ფასადისა და შიდა ეზოს ზონაში მისი კონტურები არასტანდარტულ ფორმებს იღებს. სწორედ ამ გეომეტრიულმა თავისებურებამ განსაზღვრა შენობის მოცულობის ჩამოყალიბება და არქიტექტურული კომპოზიციის საბოლოო გადაწყვეტა.
შენობის მთავარი ფასადი აგებულია მკაფიო, ლოგიკურ რიტმზე დაფუძნებული ფორმებით, რაც ვიზუალურ ჰარმონიას ქმნის. ამავდროულად, აივნების სხვა და უფრო თამამი, ნაწილობრივ სამკუთხა/მოცულობითი გადაწყვეტა სტანდარტულ გეომეტრიას ართმევს მონოტონიას და პროექტს უფრო თანამედროვე, დინამიკურ სახეს აძლევს. მოცულობრივ მოტივებს ავსებს ფასადზე გამოყვანილი გამწვანება — თითოეულ აივანზე განთავსებული დეკორატიული ქოთნები სხვადასხვა მცენარეებით და ის ქმნის „ცოცხალი არქიტექტურის“ ეფექტს და არქიტექტურულ მასშტაბს დამატებით ნატურალურობას მატებს.
ფასადის მასალებში წამყვანია ალუმინის დეკორატიული პანელები, რომლებიც თანამედროვე ესთეტიკას უზრუნველყოფს, ხოლო შავი ანოდირებული, ცეცხლგამძლე ვიტრაჟული პროფილები ხაზს უსვამს შენობის პრესტიჟულ, შუშის მოაჯირები და მსუბუქი დეტალები იძლევა მაქსიმალური სინათლისა და გამჭვირვალობის ეფექტს.
საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების სისტემებს: შენობა დაპროექტებულია მაღალი სახანძრო მოთხოვნებისა და მოქმედი ნორმების სრული დაცვით. გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი სისტემა — მათ შორის, თითოეულ აპარტამენტში საშხეფი სისტემა, ასევე სხვა სახანძრო და გამაფრთხილებელი ტექნოლოგიები. მოცულობაში ჩართულია ორი დამოუკიდებელი კიბის უჯრედი და ერთი სატვირთო ლიფტი, რაც არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ოპერირების კომფორტსაც უზრუნველყოფს.
პროექტი სრულად ხელმისაწვდომია შშმ პირებისთვის: გათვალისწინებულია შესაბამისი გადაადგილების წესები, პანდუსები, საერთო სივრცეების ადაპტირება და სპეციალურად გამოყოფილი საცხოვრებელი ერთეულები.
პარკინგის მოცულობა გათვლილია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ფუნქციური განაწილება კი ბალანსირებულად და რაციონალურადაა გადაწყვეტილი:

• I სართული — კომერციული დანიშნულების კვების ობიექტი დიდი ვიტრაჟებით, რომელიც ქუჩის სიცოცხლისუნარიანობას ზრდის;
• II–V სართულები — სასტუმროს ტიპის აპარტამენტები თანამედროვე სტანდარტებით;
• უკანა ეზოში — ღია ტიპის საცურაო აუზი, რომელიც პროექტს დამატებით მიმზიდველობას ანიჭებს და მაცხოვრებლებისთვის დასვენების სრულფასოვან სივრცეს ქმნის.
საბოლოოდ, შენობა წარმოადგენს თანამედროვე, ფუნქციურად გამართული და ვიზუალურად დახვეწილი არქიტექტურის სინთეზს, რომელიც ერთნაირად პასუხობს როგორც ქალაქის ურბანულ კონტექსტს, ისე მომხმარებლის კომფორტისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებს.

მთ. არქიტექტორი - დ. ართმელაძე
არქიტექტორი - გ. ჩაკვეტაძე
3დ ვიზუალიზატორი - ს. ქათამაზე
კონსტრუქტორი - რ. რომანაძე

შემსრულებელი: შპს როი ბ ჯგუფი
📞 ტელ.: 579 01 30 01 | მშენებლობა
📞 ტელ.: 555 73 55 55 | არქიტექტურა
📍 ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №155
🕘 სამუშაო საათები: 10:00–18:00 (კვირის გარდა)

Contractor: LLC “Roi B Group”
📞 Tel.: +995 579 01 30 01 | Construction
📞 Tel.: +995 555 73 55 55 | Architecture
📍 Office address: Batumi, Parnavaz Mepe St. No. 155
🕘 Working hours: 10:00–18:00 (except Sunday)

Address

Farnavaz Mefe Street N 155

6000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Roi B Group • როი ბ ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Roi B Group • როი ბ ჯგუფი:

Shortcuts

  • Want your business to be the top-listed equipment service?

Share

Nearby equipment services